"ასეთი დამოუკიდებლობა უნდოდათ?" - ეშერას ერთ დროს ლეგენდარული და დღეს გაპარტახებული სპორტული ბაზა (ფოტოები აფხაზეთიდან)

AutoSharing Option
აფხა­ზეთ­ში, მდი­ნა­რე გუ­მის­თას­თან, ყო­ფი­ლი აე­როდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტუ­ლი ბაზა "ეშე­რა“ 30 წელი შენ­დე­ბო­და. მას საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტულ ბა­ზად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ის არა მხო­ლოდ რე­გი­ონ­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­შიც კი გა­მორ­ჩე­უ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და.

სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში ამ ბა­ზა­ზე ვარ­ჯი­შობ­დნენ კავ­ში­რის ბუმ­ბე­რა­ზი სპორ­ტსმე­ნე­ბი.

ეს უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლი იყო: შავი ზღვის სა­ნა­პი­რო, თერ­მუ­ლი წყლე­ბი, მან­და­რი­ნის და ლი­მო­ნის ბა­ღე­ბი. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სით­ბო... იფიქ­რებ­დით, სპორ­ტსმე­ნე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად ამა­ზე კარ­გი ად­გი­ლი, შე­საძ­ლოა, მთელ პლა­ნე­ტა­ზე არ არი­სო.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში, თით­ქმის ხე­ლის ერთი მოს­მით
გაქ­რა. დღეს ლე­გენ­და­რუ­ლი ბა­ზის­გან მხო­ლოდ ნან­გრე­ვე­ბი და მო­გო­ნე­ბე­ბი დარ­ჩა. აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტის პე­რი­ოდ­ში ეშე­რას­თან ახ­ლოს, გუ­მის­თას მდი­ნა­რეს­თან, ფრონ­ტის ხაზი გა­დი­ო­და. სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სის, უფრო ზუს­ტად კი, მისი 10-სარ­თუ­ლი­ა­ნი სას­ტუმ­რო გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, რო­გორც სამ­ხედ­რო მნიშ­ვნე­ლო­ბის სი­მაღ­ლე.
Sportall.Ge

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "სპორ­ტს.რუ" აქ­ვეყ­ნებს ბა­ზის დღე­ვან­დე­ლო­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს:

ბა­ზის მი­სას­ვლელ გზა­ზე არ­ძინ­ბას ძეგლი შეგ­ხვდე­ბათ. შემ­დეგ 5 წუთი ფე­ხით სა­სი­ა­რუ­ლოა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წი­ნა­ღო­ბის გა­და­ლახ­ვა მო­გი­წევთ: მავ­თუ­ლე­ბი, ნან­გრე­ვე­ბი, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სა­რე­ვე­ლა. შავი ზღვის მხრი­დან "დაც­ვაც" დგას - ძრო­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ნა­პი­როს­თან ალაგ-ალაგ ბა­ლახს ძო­ვენ.

Sportall.Ge

Sportall.Ge

კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რია - გი­გან­ტუ­რია, და­ახ­ლო­ე­ბით 64 ჰექ­ტა­რი. აქ ვარ­ჯი­ში ერ­თდრო­უ­ლად 3 ათას სპორ­ტსმენ­საც შე­ეძ­ლო. შე­ხე­დეთ ბა­ზის სქე­მას:

Sportall.Ge

ფეხ­ბურ­თის 5 მო­ე­და­ნი (მათ შო­რის, ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ფა­რით);

კა­ლათ­ბურ­თი­სა და ფრენ­ბურ­თის დარ­ბა­ზე­ბი;

ტან­ვარ­ჯი­შის კომ­პლექ­სი;

დახ­რი­ლი სარ­ბე­ნი ბი­ლი­კე­ბი;

რამ­დე­ნი­მე აუზი (ზო­გი­ერ­თი ღია ცის ქვეშ);

ვე­ლოტ­რე­კი;

სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­ედ­ნე­ბი მშვილ­დის სრო­ლის­თვის, მინი-გოლ­ფის­თვის;

წყა­რო, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კო­ტე­ჯე­ბი, სათ­ბუ­რი, სპორტდარ­ბა­ზე­ბი, შად­რე­ვა­ნი, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი

და, რა თქმა უნდა, ცეკ­ვის მო­ე­და­ნი.

Sportall.Ge

გა­მო­ცე­მას­თან ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის პრი­ზი­ო­რი სვეტ­ლა­ნა გლა­დი­შე­ვა იხ­სე­ნებს:

"ეს იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მარ­გა­ლი­ტი, კო­ლო­სა­ლუ­რი ფული იდე­ბო­და. მერე ფრონ­ტის ხა­ზის სი­მაგ­რე გახ­და. ერთ მხა­რეს აფხა­ზე­ბი ომობ­დნენ, მე­ო­რე მხა­რეს - ქარ­თვე­ლე­ბი. გუ­მის­თა ფრონ­ტის ხაზი იყო. ბაზა კი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი წერ­ტი­ლი გახ­ლდათ, სა­ი­და­ნაც ხდე­ბო­და დაკ­ვირ­ვე­ბა. ვფიქ­რობ, აღ­დგე­ნას აქა­უ­რო­ბა აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა".

Sportall.Ge

დღეს ძვე­ლე­ბურ დი­დე­ბას უკვე არა­ფე­რი მო­გა­გო­ნებთ. მხო­ლოდ ნან­გრე­ვე­ბით უნდა მიხ­ვდეთ, სად რა იყო. აი, მა­გა­ლი­თად, ეს ის მო­ე­და­ნი იქ­ნე­ბო­და, სა­დაც სო­ხუ­მის "დი­ნა­მო" ვარ­ჯი­შობ­და.

ეს კი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კორ­პუ­სი იყო.

Sportall.Ge

რო­გორც ჩანს, გრა­ფი­ტის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი აქ პე­რი­ო­დუ­ლად თავს ირ­თო­ბენ.

ასე­ვე ისი­ნი, ვინც სრო­ლა­ში ცდი­ლო­ბენ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას;

არის ომის მო­გო­ნე­ბე­ბიც.

ბაზა სულ რა­ღაც ორ წე­ლი­წად­ში და­ინ­გრა, ვიდ­რე და­უნ­დო­ბე­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

Sportall.Ge

ნე­ბის­მი­ე­რი მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც 90-ია­ნე­ბის და­სა­წყისს უკავ­შირ­დე­ბა, ორი­ვე მხრი­დან ერ­თსა და იმა­ვე გან­წყო­ბას იწ­ვევს - ან ტი­რი­ლით იხ­სე­ნე­ბენ, ან სი­ჩუ­მეა.

მკი­თხვე­ლი იკი­თხავს, რა­ტომ არ ხდე­ბა ბა­ზის აღ­დგე­ნა? მშვე­ნი­ე­რი გა­რე­მოა, სპორ­ტსმე­ნებს შე­უძ­ლი­ათ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვარ­ჯი­ში და მომ­ზა­დე­ბა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი

ა) ძა­ლი­ან ძვი­რია;

ბ) ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა: არა­ვის უნდა იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძვი­რა­დ ღი­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის და­წყე­ბა, რომ­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო აღი­ა­რებს.

Sportall.Ge

"აქ ტე­რი­ტო­რი­ის გამო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბრძო­ლაა. ხომ ხე­დავთ, რამ­ხე­ლა მი­წაა, ვი­ღა­ცებს აქვთ ინ­ტე­რე­სე­ბი", - გვი­თხრა კაც­მა, რო­მე­ლიც ბა­ზის შე­სას­ვლელ­თან, შვილ­თან ერ­თად ხეს ჭრი­და.

ანა­ტო­ლი აშუ­ბა, რო­მე­ლიც ბა­ზას 1972 წლი­დან ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­და, ჰყვე­ბა:

"ვცდი­ლობ­დით, ბაზა აღგ­ვედ­გი­ნა. ომის შემ­დეგ გა­ვა­სუფ­თა­ვეთ ფეხ­ბურ­თის მო­ედ­ნე­ბი, მო­ვა­წეს­რი­გეთ კა­ლათ­ბურ­თი­სა და ფრენ­ბურ­თის დარ­ბა­ზე­ბი. მაგ­რამ ერთხელ დი­რექ­ტო­რი რა­ფა­ელ არ­შბა მო­ვი­და და და­ი­ნა­ხა, ია­რა­ღი­ა­ნი ტი­პე­ბი რო­გორ გვძარ­ცვავ­დნენ, ინ­ვენ­ტა­რი მან­ქა­ნა­ში ჩა­ა­ლა­გეს და სა­ზღვრის იქით წა­ვიდ­ნენ. მო­რო­დი­ო­რო­ბა იყო..."

ლე­გენ­და­რუ­ლი ბაზა მი­წას უბ­რუნ­დე­ბა: ბუ­ნე­ბამ გა­და­ი­ბა­რა და თა­ვი­სი, აფხა­ზე­თის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბით შე­მო­სა. აპო­კა­ლიფ­სურ გა­რე­მოს ომის შემ­დეგ, ახლა უკვე დრო ანად­გუ­რებს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

"სპორ­ტს.რუ"-ს სტა­ტი­ას უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მეს:

"ძა­ლი­ან მძი­მე წა­სა­კი­თხია..."

"რამ­დე­ნი ფული იხარ­ჯე­ბა აფხა­ზეთ­ში, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ასე­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უნ­დო­დათ?“

"აფხა­ზეთ­ში ყველ­გან ასეა. გე­გო­ნე­ბა, ომი გუ­შინ დას­რულ­და. რი­წის ტბას­თან სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბიც კი არ გა­უ­რე­მონ­ტე­ბი­ათ. რო­გორც ახლა ცხოვ­რო­ბენ ამ დან­გრე­ულ შე­ნო­ბებ­ში, ასე­ვე გა­აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას. მათ აწყობთ ეს სი­ტუ­ა­ცია. ქარ­თვე­ლე­ბი დიდი ხნის წინ აღად­გენ­დნენ ამ ყვე­ლა­ფერს. გაგ­რა­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე შე­ნო­ბა დან­გრე­უ­ლია".


ავტორი: ანრი კურტანიძე
მკითხველის კომენტარები / 10 /
მე მიყვარს აფხაზეთი და მჯერა რომ ერთ მშვენიერ ლამაზ დღეს ჩვენ ერთმანეთს შევხდებით მტკივნეული მოგონებებით და ბედნიერი ცრემლებით..
იმედი არ დაკარგოთ ჩემო დებო და ძმებო აჭარა 300 წელი ტყვედ იყო მაგრამ ეხლა ერთად ვართ და მჯერა რომ ქართული სული არ მოკვდება აფხაზსა.. მჯერა,მწამს ეს დრო მალე მოვა.. სისხლი მიდუღს როცა აფხაზ ხალხზე ჩემს ქართველებზე ვფიქრობ აი იმ აფხაზებზე ფაქტობრივად ტყეში როა გახიზნული 30 წელია და იჩაგრება..
სამწუხაროა რომ უმეტესობას გონია რომ აფხაზი სოხუმში ცხოვრობს(((
ჩორნა
02 თებერვალი 2022 22:37
2
ჩვენ როცა დავიბრუნებთ გავაკეთებთ? ჩვენ გავაკეთებთ-კაზინოებს და რესტორნებს,სამშენებლო კომპანიები ააშენებენ კორპუსებს და თურქებზე და ირანელებზე გაყიდიან(ქართველებს სადა აქვთ მაგდენი ფული).
რაც შეეხება ბაზას-სადა გვაქვს მაგის თავი 30 წელიწადში 2 სტადიონს ძლივს აშენებს ქვეყანა. გრიგოლეთში არა გვაქვს ბაზა? რა დღეშია გრიგოლეთის ბაზა? რატო ვერ გავავითარეთ? თუ "გურია" გადიოდა იქ შეკრებებს ქართულ გუნდებს არ ეკადრებათ?
მაგრამ ხო,მაგათ ბიუჯეტის ფულით თურქეთში უნდა დაასვენონ აფრიკიდან ჩამოყვანილი ბიჭები.
Levani
02 თებერვალი 2022 18:57
12
სანამ აფხაზეთზე ვისაუბრებთ,აგერ ფოთის სანიჩბოსნო ბაზა ნახეთ სამეგრელოში,ერთ დროს ლეგენდარული სპორტსმენები,რომ ვარჯიშობდნენ,გაპარტახებულია! ნაომარია! და ვინ მოთვლის,ასეთ რამდენი ბაზაა დღეს ცენტ.მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე,მიტოვებლი და მიგდებუული! ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითოები ყველა მიმართულებით,პირველ რიგში ეკონომიკურად,რომლის ფუნდამენტი ჯერაც არ ჩანს საწმუხაროდ,თუ გვინდა,რომ ერთ დღესაც მოხდეს გაერთიანება!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
02 თებერვალი 2022 18:07
4
ვინც სეპარატისტობდა 90 იანებში ისინი არ არიან აფხაზები არ არიან აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა ეგენი არიან ჩერქეზულ ტომ აფსუების შთამომავლები რომელიბიც აფხაზეთში დასახლდნენ 17-18 საუკუნებში ჩრდილო კავკასიდან თურქების მხარდაჭერით და მერე თავი გამოაცხადეს აფხაზებად საბჭოთა პერიოდშიც კი ე.წ აფხაზი მოსახლეობა (აფსუები) იყვნენ უმცირესობა უმრავლესობა იყვნენ ქართველები უცხო ქვეყნის ჯარების დახმარებით ამ "სეპარატისტებმა"გენოციდი მოუწყო მოსახლეობის უმრავესობას ქართველობას რის შედეგადაც 300 000 ადამიანი იქცა ლტოლვილად არანაირი სეპარატისტები ეგენი არ არიან არც ხელმოწერები არ შეუგროვებიათ იმათ და არც რეფერენდუმი ჩაუტარებიათ გამოყოფაზე გენოციდი მოუწყეს მოსახლეობის უმრავლესობას და აიღეს ხელში ძალაუფლება ეგენი არიან ჩვეულებრივი ბანდიტები რომელებსაც დღესაც კი ტეროტის ქვეშ ჰყავს იქაური მოსახლეობა რუსების ზურგით და მხარდაჭერით მოვა დრო რომ ჩვენ დავბრუნდებით ადხაზეთში და მაგ ბანდიტებს სათანადო პასუხსაც დავუბრუნდებთ ოდესმე დადგება ეგ დღე მთავარია ჩვენ არ დავივიწყოთ აფხაზეთი.
ზაზა
02 თებერვალი 2022 18:03
0
აფხაზეთზე როცა ამბობთ "ასეთი დამოუკიდებლობა უნდოდათ?" -ო, საკუთარ გაჭირვებას და უბედურებას ვერ ხედავთ, ხომ? თქვენ საქართველო მართლა დამოუკიდებელი გგონიათ? არ იცით, რომ მკვლელი იოსელიანისა და მისი ბინძური "მხედრიონის" მიერ დატოვებულ ქვეყანაში ცხოვრობთ?
-- არ გეწყინოთ და სამწუხაროდ ბნელეთია ჩვენში!
შოდა
02 თებერვალი 2022 13:05
12
უკაცრავად 1990 წელში ვარ დაბადებული,მე და ჩემი თაობა კარგად თუ დაგვაკვირდებით 2-3 და 4 სამსახურში შეთავსებით ვმუშაობთ...იცით რატო??
პასუხი მარტივია ჩვენ ბავშვობა არ გვქონია არც სტუდენტობა(მადლობა მიშას ომისთვის 2008) და ვქმნით მომავალს რომ კიდევ ერთი 30 წელი რომ გავა იმათ დაუტოვოთ საძირკველი ვინც ჩვენს მერე დარჩება ,,თაობები,, თითიშვერა მარტივია ამიტომაც არ ვეიმედებით არც აფხაზებს და არც ერთმანეთს ცუდი გადმონაშთი ხართ ვინც აწმყოდან წარსულში დამნაშავეს ეძებთ..და მარტივი კითხვა ჯაბას ბრალი არაა ჩემი ბრალია მე ცოცხალი ვარ!! რამე შეიცვალა ამით თქვენთვის?
ჩორნა
02 თებერვალი 2022 22:28
0
100% ხარ ძმაო! ტკბილ ტყუილში ცხოვრებას სჯობს,მწარე სიმართლე მომავლისთვის!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
02 თებერვალი 2022 18:03
3
ასე იქნებით სულ, მანამ სანამ ჭკუაზე არ მოხვალთ.თუმცა შეილება ჭკუაზე მოსულებიც კი ხართ მაგრამ აზრი?უფროსი "ძია" განაგებს აქ ყველაფერს და თუ ასე გაგრძელდება, აფხაზი ეთნოსი საერთოდ გაქრება.რუსებმა და სომხებმა დაიბუდეს ამ მართლაც საოცარ ტერიტორიაზე.
ქობულეთიდან
02 თებერვალი 2022 11:52
0
Apokalipsuri ixo isic saqartvelos xvela qarxan,fabrika ro daishala da jartad gaixida tu magaze ar mosula saubari?))cotaa chventan gapartaxebuli da gaoxrebuli shenobebi?rato geslav xalxs ?
Tarieli
02 თებერვალი 2022 11:48
13
დამოუკიდებლობა კაია ხო იცი სხვის მიწა წყალზე!
ვაჟა
02 თებერვალი 2022 11:34
0

სიახლეები პოპულარული