UFC-ის პრეზიდენტი: ხაბიბს შეიძლება დეპორტი ჩაურტყან

AutoSharing Option
დღეს, 7 ოქტომბერს აშშ-ს ქალაქ ლას ვეგასში, UFC-ში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, სადაც რუსმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს სძლია.

დღევანდელ დაპირისპირებაზე მეტად, აქტიური განხილვის საგანი ბრძოლის შემდეგ მომხდარი ფაქტი გახდა. ამასთან დაკავშირებით თავისი კომენტარი გააკეთა UFC-ის პრეზიდენტმა დენი უაითმა.

- მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა, კონორის თანაგუნდელმა ხაბიბს რაღაც გასძახა და რუსმა სპორტსმენმა ოქტაგონი დატოვა. ამავდროულად არენაზე ხაბიბთან ერთად მყოფი ორი პირი შემოიჭრა და მაკგრეგორს უკნიდან თავს დაესხნენ.

სპორტული საბჭო უახლოეს მომავალში შეიკრიბება და იმსჯელებს
ამ ფაქტზე. რაც შემიძლაი ამ ეტაპზე გითხრათ, კონორის ბრალეულობას ვერ ვხედავთ. როგორც ჩემთვის ცნობილია სამი პიროვნება დააკავეს, თუმცა უკვე თავისუფლები არიან. მაკგრეგორს პოლიციაში არ უჩივლია.

ირლანდიელს აუცილებლად ენდომება რევანში, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. მარტო ესეც არ არის, ხაბიბმა ამით თავისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა, რადგან მას შეიძლება ამერიკის ვიზა აღარ გაუხანგრძლივონ ან სულაც დეპორტი ჩაურტყან. ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

altრას ამბობდა გაცხარებული ხაბიბი როცა ქამარი არ მისცეს...

altხაბიბმა გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]

altხაბიბმა კონორი მოგუდა, შემდეგ კი მის გუნდელებს დაერია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინაა ბიჯო რუსი??? გალაკტიონ, არ გეკადრება რა.
Givi
01:33 08-10-2018
1
Eg idardos gregorim mteli cxovreba rogor atria da shansi rom agar miecema revanshistvis am shemtxvevashi fuladi jarima unda iyos da ara deporti politikuri ambebia ukve da sanam chxubi daicyeboda ra sheuracyofas ayenebda da reeebs edzaxdnen eg arafers nishnavs xo tqveni shiumeni....
Emigranti
18:10 07-10-2018
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული