იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ცუნეკაძუ ტაკედა, რომელსაც კორუფციაში სდებენ ბრალს, თანამდებობიდან გადადგა.
საფრანგეთის პროკურატურის მტკიცებით, ტოკიოსთვის 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლების სანაცვლოდ იაპონურმა მხარემ ქრთამის სახით 2 მილიონი ევროგადაიხადა.
ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება ტოკიომ 2013 წელს მოიპოვა, როდესაც მადრიდისა და სტამბოლის განაცხადებს აჯობა.
"არ ვთვლი, რომ რაიმე უკანონობა ჩავიდინე, თუმცა ჩემი პასუხისმგებლობაა, ვადამდე ადრე დავტოვო თანამდებობა", - განაცხადა ტაკედამ და აღნიშნა, რომ ხელმეორედ კენჭისყრას არ აპირებს.
მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით
ყველგან პრეზერვატივებს არიგებენ - ბრაზილიელმა სპორტსმენმა ოლიმპიადის სექს-სკანდალზე ისაუბრა