სხვა

სხვადასხვა

წარმატებული პარასპორტსმენი ვაქცინაციის კამპანიას უერთდება

AutoSharing Option
ირმა ხეცურიანი: „საზოგადოებას ვთხოვ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რთული ეპიდსიტუაცია აცრის საშუალებით ცოტა მაინც შევამსუბუქოთ"

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი გაყოფილია, ალბათ, იმიტომ, რომ არ გვაქვს სრული ინფორმაცია. ვთვლი, რომ ვინც ერკვევა საკითხში, ვინც სპეციალისტია - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მათ უნდა ვენდოთ“, - ამბობს ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად აცრასთან დაკავშირებით გარკვეული შიშები ჰქონდა, მაგრამ როდესაც საკითხი საკუთარი და გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, საკუთარი შიშები გვერდით გადადო და ვაქცინაციის პროცესში თამამად ჩაერთო.

„8 თვის წინ ავიცერი „სინოფარმით“ და
ახლა უკვე „ფაიზერის“ „ბუსტერდოზას“ ვიკეთებ.
ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი გაყოფილია, ალბათ, იმიტომ, რომ არ გვაქვს სრული ინფორმაცია. ვფიქრობ, ვინც ერკვევა საკითხში, ვინც სპეციალისტია, ამ შემთხვევაში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მათ უნდა ვენდოთ.
სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა მეც მეშინოდა, არ ვიცოდი და გარკვევა მინდოდა, გრძელვადიან პერსპექტივაში რას უნდა ველოდო ვაქცინაციისგან. თუმცა, როდესაც საფრთხის წინაშე დადგა ჩემიც და სხვა ადამიანების სიცოცხლეც და ჯანმრთელობაც, მივედი აცრის საჭიროებამდე და ავიცერი კითხვების დაუსმელად", - ამბობს სპორტსმენი.

წარმატებული ქართველი პარასპორტსმენი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გარშემომყოფთა წინაშე პასუხისმგებლობა გაიაზრონ, დარგის სპეციალისტებს ენდონ და ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

„საზოგადოებას ვთხოვ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ქვეყანაში შექმნილი პანდემიური სიტუაცია აცრის საშუალებით ცოტა მაინც შევამსუბუქოთ.

სპორტში ორი წელი, ფაქტობრივად, ჩავარდა. როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობამ შედარებით იკლო, თითქოს განახლდა შეჯიბრებები, მაგრამ შემდეგ კორონავირუსის ე.წ. მეოთხე ტალღის დროს ჩანიშნული შეჯიბრებებიც კი გაუქმდა ან გადაიტანეს მომდევნო წლისთვის.
რა შეჯიბრებაც იმართება, ყველაფერი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და ვინც აცრილები ვართ, უფრო ნაკლები დაბრკოლება გვექმნება.

თუ კარგად დავფიქრდებით, გავიაზრებთ და გავაანალიზებთ, რას გვეუბნებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ის ადამიანები, ვინც ერკვევა ამ საკითხში, გვეუბნებიან, აიცერით, ეს შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის კლებასო, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ამის გააზრება მგონია. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ნაკლები საფრთხე უნდა შევუქმნათ ჩვენს ჯანმრთელობას და აუცილებლად ვიფიქროთ დანარჩენ საზოგადოებაზე", - ამბობს ირმა ხეცურიანი.

altმურთაზ ხურცილავა: "ვაქცინაცია გადარჩენის ერთადერთი გზაა"

altგიორგი ასანიძე: „ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომელიც დაიცავს მოსახლეობას“