მურთაზ ხურცილავა: "ვაქცინაცია გადარჩენის ერთადერთი გზაა"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მურთაზ ხურცილავა საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს, რომ აცრა პანდემიის დასრულებისა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

"რა თქმა უნდა, მე აცრილი ვარ. აუცილებელია აცრა, გადარჩენის შანსი გეძლევა. სად აცრილი რომ ხარ და სად - აუცრელი. ეს პანდემია სპორტს ძალიან უშლის ხელს, მით უმეტეს, ბევრი სპორტსმენი დაინფიცირდა. ყურადღებით უნდა ვიყოთ, მარტო სპორტს კი არა, ეს პანდემია მთლიანად ქვეყანას უშლის ხელს ყველაფერში და სპორტსმენებიც ადამიანები არიან.

ეს პანდემია ისეთი რამაა, სულ
შიშის ქვეშ ხარ. გეშინია, ვირუსი არ დაგემართოს. სტუმრის მოსვლას, მეგობრებთან შეხვედრას ერიდები. მე სერიოზულად ვერიდები ყველას, რამდენი ხანია შვილიშვილები არ მოსულან ჩემთან. რასაკვირველია, აცრა არის ერთადერთი გზა პანდემიის დასასრულებლად. მოვუწოდებ ყველას, აიცრან. ეს მოწოდების გარეშეც უნდა იცოდეს ყველამ, რომ აცრა აუცილებელია. ვაქცინაცია გადარჩენის ერთადერთი გზაა", - ამბობს მურთაზ ხურცილავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული