სხვა

სხვადასხვა

სანეევს სიდნეიში დაკრძალავენ - სამძიმრის წიგნი საქართველოში

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 13 იანვარს, თბილისის დროით 04:55 საათზე,  სიდნეიში დაკრძალავენ ლეგენდარულ ათლეტს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენს, ვიქტორ სანეევს.

დაკრძალვის ცერემონია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა. 

12 იანვარს, 12-დან 17 საათამდე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (თბილისი, მაჩაბლის 11) გაიმართება სამგლოვიარო ცერემონია, ოლიმპიურ მუზეუმში მოეწყობა სპეციალური ადგილი, გაიხსნება სამძიმრის წიგნი. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გააკეთონ ჩანაწერი, თანაგრძნობა გამოუცხადონ ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი