პუტინს სტადიონიდან ხალხი გაეპარა - მისი შემდეგი სამიზნე საქართველოა?

AutoSharing Option
მოსკოვის "ლუჟნიკების" სპორტკომპლექსში უკრაინაში რუსი ოკუპანტების მხარდასაჭერ მიტინგ-კონცერტზე, რომელიც ყირიმის დაბრუნების მე-8 წლისთავს მიეძღვნა, 203 ათასი ადამიანი მივიდა, რომელთაგან 95 ათასზე მეტი სტადიონზე იყო, დანარჩენი კი მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამდენი ადამიანი 2018 წელს ჩატარებულ ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზეც კი არ ყოფილა.

თუმცა, როგორც ირკვევა, ღონისძიებაზე უმეტესობა თავისი ნებით არ მისულა, ვინაიდან ხალხი ორგანიზაციებიდან და სასწავლებლებიდან მიიყვანეს, მათი ნაწილი ხელმძღვანელობას დაენახა, დააფიქსირა, რომ იქ იმყოფებოდა და მაშინვე წავიდა, - ამის შესახებ "ნოვაია გაზეტა" იტყობინება. მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც საბჭოთა კავშირისას,
როდესაც დემონსტრაციებზე ხალხი გაჰყავდათ.

გამოცემის ცნობით, არენაზე ყველა მსურველი არ შეუშვეს, ხოლო ვინც შეუშვეს, ჩანთები ჩამოართვეს.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნები დაცარიელდა და ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვასა და ტელეარხ ТНТ-ის დირექტორ თინა კანდელაკის მგზნებარე გამოსვლას ფაქტიურად აღარავინ აღარ უსმენდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში პუტინს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ ომის დაწყებიდან 14 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა და თუ პუტინი ომის დასრულებასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მოლაპარაკებას არ დაიწყებს, რუსეთი დამანგრეველ დანაკარგებს მიიღებს და წამოდგომისთვის რამდენიმე თაობაც არ ეყოფა.

ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბლეკპულში ჩატარებულ კონსერვატიული პარტიის საგაზაფხულო კონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინი რუსეთში პოტენციური რევოლუციის გამო სრულ პანიკაშია, მაგრამ თუ გაიმარჯვა, მისი შემდეგი სამიზნეები შეიძლება საქართველო და მოლდოვა გახდნენ, ასეთი სცენარი კი ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე მთელ რეგიონში, ასევე ევროპაში დაშინების ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება.

რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არაა, ეს რა თქმა უნდა, ასე არაა  და მიმდინარე მოვლენები სპორტზე დიდ გავლენას ახდენს - შეგახსენებთ, უკრაინაში ინტერვენციის გამო ფიფამ და უეფამ ყველა რუსულ ნაკრებსა და კლუბს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება აუკრძალა და საერთოდ, რუსული სპორტი სრულ იზოლაციაში მოექცა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ანუ პუწი სომხის ქალების იმედზეღა იყო?
:D
21 მარტი 2022 00:02
0
ვის ვის და საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ გვიკვირს მიტინგებზე და არჩევნებზე ხალხის ძალით გაყვანა! მთავრობას არა აქ მნიშვნელობა, ერთმანეთზე უარესები არიან ამ შემთხვევაში!
ბათუმი
20 მარტი 2022 21:55
0
ბათუმი-შენ რომ იყო მთავრობაში,ბედნიერი იქნებოდა ერი
ბექა
20 მარტი 2022 23:50
0
ვინც ამბობს რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოსო მართალია მაგრამ როდესაც ბავშვებს და ქალებს უმოწყალოდ ხოცავ ეს უკვე ბარბაროსობაა და არა პოლიტიკა ამაზე პასუხი მთელმა ერმა უნდა აგოს.ყველა უნდა მოიკვეთოს სპორტიდანაც,ხელოვნებიდანაც და საერთოდ ყველა სფეროდან როგორც კეთროვანები.
ქრისტიანი
20 მარტი 2022 16:42
1
საქართველო დანებდება, სად გვაქვს ბრძოლის თავი.
bebe
20 მარტი 2022 15:57
11
სამწუხაროდ ისეთი დროა, ეს ამბები სპორტულზე უფრო აქტუალურია
შაკო
20 მარტი 2022 02:05
3
მთლად ამ საიტის ფორმატი არ არის, მაგრამ საინტერესო ინფორმაციებია
ონისე
20 მარტი 2022 01:50
3
გეთანხმები, მაგრამ იმდენი პუტინის პატივისცემით გამსჭვალულ ადამიანს ვხვდები კომენტარებში ალბათ ყველა ფორმატში მოგვიწევს ამაზე საუბარი:(((
ზურა
20 მარტი 2022 13:23
4

სიახლეები პოპულარული