სხვა

სხვადასხვა

ახალი სპორტის სასახლე გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა

AutoSharing Option
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლე უკრაინელი და ქართველი არტისტების მონაწილეობით გამართული გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა. კონცერტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდის „გადავარჩინოთ უკრაინა" ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა ქართველმა და უკრაინელმა არტისტებმა მიიღეს. კონცერტიდან შემოსული თანხა ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისა და ქალების დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება. საქველმოქმედო კონცერტი ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

საქველმოქმედო საღამოს ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა მამუკა ხაბარელი.

ახალი სპორტის სასახლე ოფიციალურად 11 ივნისს,
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნეს. ახალი სპორტის სასახლე საქართველოს მთავრობის და სპორტის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით აშენდა და ის 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სივრცეა. შენობა აშენებულია თანამედროვე სტანდარტებით და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. აღნიშნული სასახლე უმასპინძლებს როგორც სპორტულ, ისე კულტურულ ღონისძიებებს.

geonoc.org.ge