ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. არენა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, თბილისი 2015-ის ფარგლებში შენდება.
ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ სპორტის სასახლე ხელბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, ძიუდოს და სპორტის სხვადასხვა სახეობის უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა მშენებარე სასახლე მოიწონეს. სამინისტროსთან და ძიუდოს ფედერაციასთან ერთად, უკვე
ახალ სპორტის სასახლეში ორი დარბაზი მოეწყობა, სადაც ერთდროულად შესაძლებელი იქნება კალათბურთის და ხელბურთის ტურნირების მიღება. ერთი დარბაზი 800, ხოლო მეორე 3 000 გულშემატკივარს დაიტევს.
სპორტის სასახლეში განსაზღვრულია სპორტსმენების გასახდელების, საშხაპეების, ჟურნალისტების სამუშაო ოთახების, ვიპ-ლოჟის, საპრესკონფერენციო დარბაზის, საკომენტატორო ოთახების, კაფეტერიის და სასახლეში მომუშავე პერსონალის სამუშაო ოთახების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. სასახლეში ცალკე გამოიყოფა ადგილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
წყარო: msy.gov.ge