სალომე ზურაბიშვილი: სპორტს დისციპლინა და თავისუფლება სჭირდება - ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ შეიძლება ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას, "ჩვენი ხმა ევროპას" შეუერთდნენ და სიტყვით მიმართა:

"პირველ რიგში, მივესალმე ყველაზე ახალგაზრდა, პატარა თაობას, რომელიც ნამდვილად ჩვენს მომავალსა და ჩვენს სპორტულ მომავალს წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, მათ ნამდვილად ექნებათ იმის საშუალება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრად იხილონ (დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება) - და სანამ ეს მოხდება, მანამდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, სპორტული სამყარო, ევროკავშირში უკვე შესული ხართ, თქვენ უკვე წარმოადგენთ გამარჯვებულ და ძალიან წარმატებულ საქართველოს, რომელსაც სპორტულ
სამყაროში ყველა იცნობს, სხვადასხვა სახეობით და წარმატებით ყველა სახეობაში - საქართველო დღეს პრაქტიკულად ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც შინ უსაზღვრო რაოდენობით მედლები მოაქვს და ამისთვის თქვენ ნამდვილად ღირსნი ხართ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ და საზოგადოების სახელით, თქვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაგიხადოთ.

სპორტი ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭორდება ორი რამ: ერთია დისციპლინა და ეს დისციპლინა რომ არ გქონდეთ, არ იქნებოდით წარმატებულნი და მეორე - თავისუფლება. ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ შეიძლება ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს. თავისუფლება არის ის, რაც ყოველდღიურად მოიპოვება, რაც ყველაზე მეტად ჩვენზეა დამოკიდებული. საზოგადოება, ამ შემთხვევაში, ყოველდღიურად აშენებს თავის მომავალს და საკუთარ თავისუფლებას. ამიტომ მე მინდა, რომ გისურვოთ ყველას მეტი ევროპა, მეტი თავისუფლება და მეტი წარმატება!

ვიცი, რომ თქვენს ხმას ევროპას გააგონებთ, რადგან თქვენი წარმატებით უკვე ესმით ჩვენი ხმა, მაგრამ საჭიროა, ჩვენ ეს კიდევ უფრო ხმამაღლა ვთქვათ, რათა ყველამ გაიგოს და ეს საქართველოდან მიტანილი საერთო ხმა იყოს და მე ვიცი, რომ ამ დღეებში ძალიან ბევრ ადგილას ბევრი სხვადასხვა ინიციატივაა, რომლებიც ერთად გროვდება. ესეც საზოგადოების ნიშანია, როცა ცალ-ცალკე და ერთად ჩვენ ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ მიზნით 9 დეკემბერს ჩატარდება არასამთავრობო ორგანიზაციების მარში, რომელსაც ვუერთდებით, ისევე, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ იმისთვის, რომ ეს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი იყოს, როცა ჩვენ რამდენიმე დღეში ევროპისგან ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ველოდებით. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!"

წყარო: president.ge

მკითხველის კომენტარები / 21 /
შენთან რაღაც სულ ჩიტს მოაქვს ამბავი. წინაზეც ეგრე თქვი. რა ჩიტია ეგეთი? ქათამა გვარამია ხომ არაა?
@#$#@
11 დეკემბერი 2023 05:53
0
სალო, შედი ბუტკაში! ნუ დაწანწალებ წინ და უკან!
?!
07 დეკემბერი 2023 16:49
2
გუშინწინდელი დღე..რა უინტერესოა?!
კოტე
07 დეკემბერი 2023 16:04
1
სალო! გიჟი თავისუფალიაო, ხომ გაგიგონია? ხოდა ეგ არის შენი გაგებით თავისუფლება!
პარიჟანკას
07 დეკემბერი 2023 15:47
1
აბა თანამედროვე ქართველ ვარსკვლავებს შეეკითხეთ ევროპა/ამერიკა ურჩევნიათ თუ რუსეთი? ხომ გვეამაყება იმათი? მაშინ ყურიც დავუგდოთ!
გია_544
07 დეკემბერი 2023 13:59
3
უბოროტესი ქალია!
ლიკა
07 დეკემბერი 2023 13:38
1
სასწრაფოდ გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოში! ამ დედაკაცის შემყურე ნამდვილად აღარ ღირს შემდგომში, ამ ინსტიტუტის ფუნქციონირება!
თბილისელი!
07 დეკემბერი 2023 13:24
1
პრეზიდენტის ინსტიტუტი ინდა ჩანაცვლდეს მეფის ინსტიტუტით!
ლაშა
07 დეკემბერი 2023 15:53
0
პრეზიდენტს რა სჭირდება?
გიორგი
07 დეკემბერი 2023 13:17
0
პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივის უბადრუკი მცდელობები.სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს.
მაო
07 დეკემბერი 2023 10:46
4
ბოროტი და უსამართლო "ჩიტი".
დრანდელი
07 დეკემბერი 2023 10:41
3

სიახლეები პოპულარული