საქართველოს ნაკრებმა ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში ტანვარჯიშში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებს აღნიშნული ჯილდო სინქრონულ ხტომაში მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა მოუტანეს, მათ ჯამში 46.300 ქულა დაიმსახურეს და ოქროს მედალიც მოიპოვეს.

შეგახსენებთ, ამავე ტურნირზე რამდენიმე დღის წინ ბატუტზე ხტომაში საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო იუნიორებს შორის გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონობა არავის დაუთმო.

ამ ტურნირისთვის ქართველი ტანმოვარჯიშეები ზაქარია სულაშვილმა და რუსუდან ხოფერიამ მოამზადეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფიგურული სრიალი ტყვიის სროლა ლიცენზია ტაეკვანდოში პარა ოლიმპიადაზე ახლა მედლები აქ რომელიმე სახეობა თუ გამომრჩა მიამატეთ სახეობები სადაც ისტორიაში პირველად ავიღეთ მედლები ბოლო ნახევარ წელში
ნოდო
06 აპრილი 2024 17:27
0
დიდება ღმერთო შენდა ! რავა ამ წლიდან დაწყებული ყველაფერში ვიგებთ.
ასე გააგრძელეთ თქვენ კი შემოგევლეთ თქვენა.
მალხაზ ჯობავა
06 აპრილი 2024 15:12
0
სულ წარმატებებით გევლოთ წინ!!!...
კობა
06 აპრილი 2024 14:30
0
რუსუდან ხოფერია,ალბათ 9-10 წლისა იქნებოდა,პირველად რომ გამოჩნდა და ყველგან ,ყველაფერს იგებდა.მას შემდეგ მოვდევ და მხოლოდ ამ სტატიდან შევიტყე,რომ ის თურმე ტანმოვარჯიშე ყოფილა.აქამდე,ამას ბატუტზე ხტომა ერქვა.ტანვარჯიში კი,არსებობს სპორტული და მხატვრული.ორივე სახეობაში საქართველოს მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები ჰყავს.
სოსო
06 აპრილი 2024 14:22
0

სიახლეები პოპულარული