სხვა

წყალბურთი

ტოკიო 2020. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა და ოლიმპიადის საგზური ვერ მოიპოვა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირის პლეი-ოფში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ხორვატიათან 6:15 დამარცხდა და ტოკიოს საგზური ვერ მოიპოვა.

ხორვატია ამ მატჩში აშკარა ფავორიტი იყო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - ჩვენმა გუნდმა მეტოქეს ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუმართა (2:3), მეორე მეოთხედი კი 1:6 წააგო და გამარჯვებულის ვინაობა ნაადრევადვე გაირკვა.

საქართველოს ნაკრებიდან გოლები შუშიაშვილმა (2), ელეზიმ (2), ქავთარაძემ და ვაპენსკიმ გაიტანეს.

ჩვენი გუნდი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის იბრძოლებს და 20 თებერვალს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.