ტოკიო 2020. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ხორვატიას შეხვდება

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირის უკანასკნელ ტურში საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან 9:11 დამარცხდა და A ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ჩვენი გუნდი B ჯგუფის მეორეადგილოსანს უნდა შეხვდეს, ეს კი ხორვატიის ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც 2018 წელს ევროპის თასი მოიგო, 2019 წელს კი ფინალში დამარცხდა.

საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების მატჩი 19 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში მონტენეგროსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები! აბა თქვენ იცით, ამაღამ ამაყებმა უნდა დაიძინოთ ;)
გიორგი
15:43 19-02-2021
0
რა ტყუილად ვიწვალეთ. რუსებთან შანსი გვქონდა, ხორვატები ოლიმპიადაზე სამეულისთვის იბრძოლებენ, ჩვენ კი გადაგვივლიან როგორც სხვებს.
.......
09:27 19-02-2021
1

სიახლეები პოპულარული