თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 15 ნოემბერს, წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, თბილისის "დინამომ" "ბარელონეტას" უმასპინძლა და 8:14 დამარცხდა.

შეხვედრა "დინამოს" უპირატესობით დაიწყო და პირველ მეოთხედში 4:2 იმარჯვა, თუმცა დეიან სტანოეივიჩის გუნდმა მეორე პერიოდში მატჩის სადავეები დათმო და შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო. 

თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე მეორე შეხვედრას 29 ნოემბერს "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული