ბაქოში ფორმულა 1-ის გრანპრი უკვე მეორედ ტარდება. ბაქოს ფორმულა 1-ის გრანპრი პირველად 2016 წლის ზაფხულში ჩატარდა. ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია რეგიონის მოსახლეობაში და დიდი წარმატებითაც ჩაიარა.
2016 წელს ფორმულა 1-ის ბაქოს გრანპრის დახურვის ცერემონიალზე ისეთი ცნობილი მომღერლები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან: ენრიკე იგლესიასი, კრის ბრაუნი და ფარელ ვილიამსი. 2017 წლის კონცერტების ლაინ-აფი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, საორგანიზაციო ჯგუფი არანაკლებ შოუებს და ვარსკვლავებს ჰპირდება ფორმულა 1-ისა და ქალაქის სტუმრებს.
წელს ამ
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/f1
საორგანიზაციო ჯგუფთან რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შედეგად tkt.ge გახდა საქართველოში აღნიშნული ღონისძიების ექსკლუზიური გამყიდველი და რაც ყველაზე მთავარია, ქართველ მყიდველს ბილეთების შეძენა სტანდარტულთან შედარებით 10-15% იაფად შეეძლება.
ბილეთების მფლობელებს საშუალება ექნებათ, 23-25 ივნისი ჩათვლით - 3 დღის მანძილზე დაესწრონ პრაქტიკას, საკვალიფიკაციო რბოლასა და ძირითად რბოლას.
ამასთან ერთად, ბილეთის საფასურში შედის 3 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს მეგა-კონცერტზე დასწრების უფლება, რომელსაც ორგანიზატორები სპეციალურად უწყობენ ფორმულა 1-ის მოყვარულებს.
ბილეთის ფასები, ადგილებიდან გამომდინარე, 260-დან 385 ლარამდე მერყეობს.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/f1