ავტოსპორტი

ფორმულა 1

ფორმულა 1. ფერნანდო ალონსო: მოხარული ვარ, რომ გადავრჩი

AutoSharing Option
ფერნანდო ალონსო სასწაულებრივ გადაურჩა მძიმე ტრავმებს ესტებან გუტიერესთან შეჯახებისას. სამედიცინო ცენტრში აუცილებელი შემოწმების შემდეგ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა თავისი გულშემატკივრები დაამშვიდა.

"თავს კარგად ვგრძნობ, - თქვა "მაკლარენის" პილოტმა. - მაგრამ ჯერ ისევ შოკში ვარ, რადგან ავარია ძალიან სერიოზული იყო.

მოხარული ვარ, რომ ცოცხალი გადავრჩი და ახლა თქვენ გესაუბრებით. ყველაფერი იმის წყალობით, რომ ფორმულა 1-ში უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა აყვანილი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ