ფორმულა 1-ში "მერსედესის" პილოტმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ ერთი სული აქვს, როდის დასრულდება მიმდინარე სეზონი, რომ ინგლისურ-გერმანული გუნდის მიერ შემოთავაზებულ ბოლიდში აღარ ჩაჯდეს.
"ჩემთვის რბოლა მარტივია, უბრალოდ, კვალიფიკაციაში უკეთესი შედეგი უნდა დავაფიქსირო, რაც ბოლო რბოლაში არ გამომივიდა. ვნებდები ამ მანქანის შესაძლებლობებს. პელეტონში სისწრაფით მესამე ადგილზე ვართ. გვინდა, უფრო სწრაფები ვიყოთ. ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება ეს კალენდარული წელიწადი და მოვა თებერვალი, რომ ახალი სეზონი დავიწყოთ" - განაცხადა ლუისმა.
შეგახსენებთ, "მონცას" რბოლის შემდეგ ლუისი 164 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს და ჩამორჩება
მაქს ფერსტაპენს, სერხიო პერესსა (ორივე "რედ ბული") და ფერნანდო ალონსოს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით