საქა-რთველომ მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში მიმდინარე მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპზე ქალთა შეჯიბრებაში ჩვენმა წყვილმა საქა-რთველომ ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. ორი შეხვედრიდან ორივე მოიგო და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
პირველ მატჩში საქა-რთველომ იაპონური დუეტი ტანაკა-მიძოე დაამარცხა ორ სეტში 21:12, 21:15. მერე კი გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელთა წყვილ სოლვოლი-ბერგეტის მოუგო 2:0 (21:17, 23:21)

ძირითად ბადეში ჩვენი ფრენბურთელები, რომლებიც 21-ე ნომრად განთესეს, E ჯგუფში მოხვდნენ და ჯგუფური ტურნირის პირველ მატჩში მე-12 ნომრად განთესილ იტალიურ წყვილ ჩიკოლარი-მენეგატისთან დამარცხდნენ - 2:0 (16:21, 19:21). ამავე ჯგუფში ტურნირზე მე-5
ნომრად განთესილმა ამერიკულმა წყვილმა ეკერსი-თერნერმა 28-ე ნომრად განთესილ ჰოლანდიელებთან ვესლენიკ-მეპელინკთან წააგო ორ სეტში - 15:21, 15:21.
ჯგუფური ტურნირის დარჩენილ ორ შეხვედრას საქა-რთველო დღეს გამართავს. დღესე ჩაებმება ვაჟთა ტურნირში გეორ-გიაც.
ბესიკ ჯანგავაძე




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული