ფინეთში კუბელი ფრენბურთელები გაუპატიურებისთვის დაიჭირეს

AutoSharing Option
ფინეთში კუბის მამაკაც ფრენბურთელთა ნაკრების ხუთი მოთამაშის სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ გაუპატიურებაში ედებოდათ ბრალი. კიდევ ერთი ფრენბურთელი გაამართლეს.

ოთხ მოთამაშეს (აბრაჰამ გავილან ალფონსო, რიკარდო ნორბერტო კალვო მანსანო, როლანდო სეპედუ აბრეუ, ოსმანი სანტიაგო ურიარტე მესტრე) ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, კიდევ ერთი ფრენბურთელი - ლუის ტომას სოსა სიერა სამწელიწადნახევარს გაატარებს ციხეში.

დანაშაული ფრენბურთის ტურნირის დროს მოხდა, რომელიც ფინეთის ქალაქ ტამპერეში ამა წლის ივლისში გაიმართა. სასამართლომ დაამტკიცა, რომ ფრენბურთელებმა ფინეთის მოქალაქეს ერთ-ერთ სასტუმროში მიაყენეს შეურაცხყოფა. პოლიციამ რვა მოთამაშე დააპატიმრა და სამი მოგვიანებით
გაანთავისუფლეს.

დაკავებულები გარიცხეს კუბის ეროვნული ნაკრებიდან და მათ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის გამოტოვება მოუწიათ. კუბელებმა ზაფხულის თამაშებზე ჯგუფში ხუთივე მატჩი წააგეს და პლეი ოფში ვერ გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული