საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
14 თებერვალს ყაზანში მსოფლიო ლიგის ევროპული ზონის C ჯგუფის II წრის შეხვედრა გაიმართა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები (მწვრთნელები ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოივიჩი) რუსეთისას დაუპირისპირდა და 8:19 (2:4, 3:6, 1:3, 2:6) წააგო.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ამ გუნდების შეხვედრა თბილისში რუსების გამარჯვებით დასრულდა - 14:13. ჩვენს გუნდს სამი თამაშიდან სამი წაგება აქვს.

საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩი ჯგუფში 11 აპრილს გაიმართება, თბილისში იტალიის ნაკრები ჩამოდის.