რუსეთი VS საქართველო - ყაზანში რევანშის ასაღებად

AutoSharing Option
დღეს, 14 თებერვალს, საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიო ლიგის ევროპული ზონის C ჯგუფში მეორე წრის შეხვედრას სტუმრად რუსეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

შეხვედრა ყაზანის აუზში თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება. შეხვედრის ხილვა გულშემატკივარს sportall.ge-ზე წარმოდგენილი ლაივ-სტრიმით შეეძლება.

იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის გუნდი რუსეთში ამ შემადგენლობითაა:
ზურაბ რურუა (რუმინეთის "სპორტული"), დამირ ცრეპულია (ეგვიპტე), მარკო ელაჩა (იტალიის "მენეჯმენტი"), ანდრია ბითაძე (იტალიის "ვის ნოვა"), რევაზ იმნაიშვილი (სლოვაკეთის "ნოვაკი"), ბექა კაპანაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, კონსტანტინე გეგელაშვილი, ხვიჩა ჯახაია, ბექა ქავთარაძე, ალექსანდრე რუსიშვილი (ყველა - თბილისის
"ლოკომოტივი"), მიხეილ ბაღათურია, გიორგი ხვედელიანი (ყველა - "თბილისი").

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში შარშან, ნოემბერში გაიმართა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება რუსებს დარჩათ - 14:13.

საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიო ლიგის ევროპული ზონის გათამაშებაში მეორედ მონაწილეობს 11 საუკეთესო გუნდს შორის. C ჯგუფში, სადაც საქართველოსთან ერთად რუსეთისა და იტალიის ნაკრებები გამოდიან, სატურნირო მდგომარეობა ასეთია: იტალია - 6 (24:12), რუსეთი - 3 (24:20), საქართველო - 0 (18:28) ქულა.

დღეს საქართველო სტუმრად ითამაშებს რუსეთთან, 14 მარტს ჩვენი მეზობლები ეწვევიან რომს, ხოლო 11 აპრილს ქართველი წყალბურთელები თბილისში იტალიას უმასპინძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით ბიჭებო, აბა თქვენ იცით.
0

სიახლეები პოპულარული