ნიკოლოზ ბასილაშვილი: ის თამაში ვაჩვენე, რომელიც შემიძლია

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს, 10 თებერვალს, მარტინ კლიჟანთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- ნიკოლოზ ბასილაშვილი "სოფია ოუფენის" ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა კლიჟანი "სოფია ოუფენის" 1/4-ფინალში ანგარიშით 0:6, 6:3, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ მსოფლიო რეიტინგის მე-13 ჩოგბურთელი , ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ეყოლება.

"წარუმატებელი პირველი სეტი მალე დავივიწყე. მთელი კონცენტრაცია დარჩენილ ორ სეტზე გადავიტანე და ის თამაში ვაჩვენე, რომელიც შემიძლია. არაერთი მნიშვნელოვანი ქულა მოვიგე და ეს, მთლიანობაში, გამარჯვების მოპოვებაში დამეხმარა.

ნახევარფინალში დიმიტროვთან რთული მატჩი
მელის. ის ძალიან კარგ ფორმაშია და, თანაც, საკუთარი გულშემატკივრის წინ ითამაშებს", - განაცხადა ბასილაშვილმა.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 5 /
ათEული არ ვიცი მაგრამ სტაბულურიბა რომ ქონდეს 30-ულს არ უნდა გასცდებოდა და ეს კვალიფიკაციებზე ზედმეტად ენერგიის ხარჯვასაც აცდებოდა
brola*
11 თებერვალი 2017 18:12
0
ყველა პირობა და მონაცემი აქვს ათეულისათვის. მხოლოდ სწორი მიდგომა, რომელიც მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. აბა შენ იცი ნიკოლოზ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს! მთელი ქვეყანა შენთანაა, მარტო არ ხარ!!!!!
fan
11 თებერვალი 2017 11:47
0
მიდი ნიკა,დიმიტროვსაც მოუგე და შარაპოვას მოიგებ.ეს ხუმრობით რა თქმა უნდა,ისე ის უფრო დაძაბული იქნება,შენ კი დასაკარგი არაფერი გაქვს,ისედაც სენსაცია მოახდინე.ჰოდა თუ შენს თამაშს ითამაშებ,აღარც დიმიტროვის დამარცხება ჩანს წარმოუდგენელი.მთავარია არ აღელდე და კონცენტრაცია არ დაკარგო.
სოსო
11 თებერვალი 2017 10:52
0
საუკეთესო ჩოგბურთელი არის და იმედი არის ქართველების ნომერ 1 ჩოგანი გახდეს მსოფლიოში ამის პოტეციალი აქვა ნაღდად წარმატებები .
გიორგი
11 თებერვალი 2017 10:09
0
ეს რომ დასტაბილურდეს ტოპ 10.ის მოთამაშე გახდება.
gia
11 თებერვალი 2017 03:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული