ქართველი ჩოგბურთელები: სამაია უცხოეთის კორტებზე

AutoSharing Option
მიმდინარე კვირას სამი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება უცხოეთის კორტებზე საერთაშორისო ტურნირებში.

ეკატერინე გორგოძე იტალიის 25.000-იან შეჯიბრებაში მონაწილეობს. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში მან მანცა პისლაკი (სლოვენია) დაამარცხა - 6:2, 7:5, მაგრამ რუს ოლესია პერვუშინასთან ვერაფერს გახდა - 6:4, 1:6, 5:7. წყვილებში გორგოძე კამილა კერიმბაიევასთან (ყაზახეთი) ერთად სლოვაკებს - ვივიენ იუჰაჟოვას და ანა კაროლინა შმიედლოვას დაუპირისპირდება.

შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) 15.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციოში ლანა კენჭიაშვილმა ორ კონკურენტს სძლია - როზე ვან რესბურგსა (სამხრეთი აფრიკა, 6:2, 6:1) და პაულინა იასტრეზევსკას (პოლონეთი, 7:5, 6:2), ძირითად
ბადეში გადასასვლელი პაექრობა კი ჩინელ იუენ ლისთან წააგო - 4:6, 1:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა, რადგან წყვილებში არ მონაწილეობს.

სამაგიეროდ, ძირითად ბადეში "ველური ბარათითაა" მიწვეული ანა შანიძე, რომელიც სტარტზე კაისა რინალდო პერსონს (შვედეთი) შეხვდება.

აქვე ქართველ ჩოგბურთელთა დღევანდელ სარეიტინგო მაჩვენებლებსაც გაგაცნობთ:

ქალები
ერთეულები. 224 (228). სოფიო შაფათავა (223), 330 (321). ეკატერინე გორგოძე (124), 509 (511). მარიამ ბოლქვაძე (56), 629 (529). სოფიო ქვაცაბაია (35), 852 (845). ოქსანა კალაშნიკოვა (14), 1065 (1060). ანა შანიძე (7).
წყვილები. 57 (46). ოქსანა კალაშნიკოვა (1395), 180 (176). სოფიო შაფათავა (344), 246 (239). ეკატერინე გორგოძე (234), 467 (464). სოფიო ქვაცაბაია (93), 564 (559). მარიამ ბოლქვაძე (65), 720 (709). თათია მიქაძე (37), 1130 (1130). ანა შანიძე (10).

ვაჟები
ერთეულები. 59 (55). ნიკოლოზ ბასილაშვილი (807), 501 (500). ალექსანდრე მეტრეველი (72), 846 (837). გიორგი ცივაძე (19), 1761 (1765). ალექსანდრე ბაკში (1), შოთა მეფარიძე (1), ირაკლი მეტრეველი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული