ქართველი ჩოგბურთელები: ეკატერინე გორგოძე იტალიური ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
იტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს თბილისელი ეკატერინე გორგოძე.

წყვილებში ჩვენებურმა ყაზახ კამილა კერიმბაიევასთან ერთად, 29 მარტს, პირველ წრეში სლოვაკებს - ვივიენ იუჰაჟოვასა და ანა-კაროლინა შმიედლოვას იოლად აჯობა - 6:4, 6:1 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მესამე ნომრად განთესილ პრარდანა თომბარესა (ინდოეთი) და ევა ვაკანოსთან (ჰოლანდია) გაარკვევს ურთიერთობას. ამ დუეტმა ვალერია სოლოვიოვას (რუსეთი) და მელანი სტოკეს (ნორვეგია) სძლია - 6:2, 6:3.

* * *
29 მარტს, ანა შანიძე შარმ ელ შეიხის 15.000
-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაება, მაგრამ სტარტზევე შვედ კაისა რინალდო-პერსონთან დამარცხდა - 2:6, 2:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

* * *
თელ-ავივმა 14-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ქართველთაგან მხოლოდ დეა გორგიძემ იასპარეზა.

ერთეულებში მან ზედიზედ ორი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან - მასპინძელი ლორინ ტილიპმანი (6:3, 6:0) და რუსი ანა სემიონოვა (6:3, 6:2), მაგრამ ასპარეზობის მე-4 ნომერ მაი ილბერტს (ისრაელი) ვერ გასცდა - 1:6, 6:2, 2:6.

წყვილებში დეა და მასპინძელი შაფ ლიბერმანი განთესვით მეორენი იყვნენ. სტარტზე მათ კარინ არმანი და აგამ ჰილელი დაჯაბნეს - 6:4, 6:4, ხოლო საბრინა კალანდაროვისა და რონი ნაორის (ორივე - ისრაელი) დუეტთან დამარცხდნენ - 6:4, 4:6, 6:10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული