დევისის თასი: საქართველოს ნაკრების მეტოქე ლიტველთა შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრებმა წლეულს, თებერვალში, დევისის თასზე ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფში ფინეთის ნაკრები 3:2 დაამარცხა და ზონაში ადგილი დაიბევა.

პირველ ჯგუფში აღსაზევებელ პლეი ოფში გასასვლელად ჩვენი გუნდი (ნიკოლოზ ბასილაშვილი, მსოფლიო რეიტინგით ერთეულებში 59-ე, წყვილებში ურეიტინგო; გიორგი ცივაძე, 846-ე და 574-ე, ზურა ტყემალაძე, ურეიტინგო, ვაჟა შუბლაძე, ურეიტინგო, კაპიტანი დავით კვერნაძე, გუნდის უფროსი ირაკლი ლაბაძე) 7-9 აპრილს პირველ წრეში მადაგასკარის მძლეველ (3:2) ლიტვას უმასპინძლებს.

ბალტიისპირელები საქართველოს დედაქალაქში ასეთი შემადგენლობით ჩამოვლენ: ლაურინას გრიგელისი, 251-ე და 405-ე, ლუკას მუგევიჩიუსი, მე-400 და 355-ე, ტადას
ბაბელისი, 1330-ე და 1326-ე, ტომას ვაისე, ურეიტინგო, კაპიტანი რიმვიდას მუგევიჩიუსი.

ამ წყვილში გამარჯვებული პირველ ზონაში გადასასვლელად შვედეთ-თურქეთს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

* * *
თბილისელი ეკატერინე გორგოძე იტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა.

წყვილებში ყაზახ კამილა კერიმბაიევასთან ერთად გუშინ მესამე ნომრად განთესილ პრარდანა თომბარესა (ინდოეთი) და ევა ვაკანოსთან (ჰოლანდია) სამ სეტში 6:3, 4:6, 7:10 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული