ისე ჩანდა, რომ, ამჯერად, ნადალს უფრო მეტი შანსი ჰქონდა. ფედერერი თითქოს დაღლილი ჩანდა, განსაკუთრებით, ბოლო ეტაპებზე, რამაც გამოიწვია ურთულესი ბრძოლები ჯერ ტომაშ ბერდიხთან და შემდეგ, ნიკ კირგიოსთან. ორივე მატჩის მოსაგებად, შვეიცარიელს სამი სეტის ჩატარება დასჭირდა, კირგოისთან კი სამივე პარტიაში ტაი-ბრეიკი გათამაშდა და მატჩი სამი საათი გაგრძელდა. ნადალს კი ბოლო
პირველი ბრეიკ-პოინტებიც მატჩში ნადალმა გამოიმუშავა - პირველივე გემში ორი შანსი მიიღო, მაგრამ ფედერერმა კარგად დაიცვა თავი. ბრეიკ-პოინტები ჩოგბურთელებს პრაქტიკულად ყველა გეიმში ჰქონდათ - საწყის პარტიაში ნადალს ოთხჯერ შეეძლო მეტოქის მოწოდების აღება, ფედერერს - ექვსჯერ. საბოლოოდ, ამ ათი შანსიდან მხოლოდ ერთი გამოიყენეს, კერძოდ, როჯერმა მერვე გეიმში და მეცხრეში უპრობლემოდ ჩააწოდა სეტზე - 6:3.
მეორე სეტის პირველი ნახევარი პირველისგან განსხვავებული იყო. საწყის ექვს გეიმში მეტოქეებმა ისე შეინარჩუნეს საკუთარი მოწოდებები, რომ საქმე "თანაბრამდეც" არ მისულა. პირველმა მოწინააღმდეგის გეიმში გაბრძოლება ფედერერმა შეძლო, როცა 3:3-ზე პირველი ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა,მაგრამ ნადალმა გეიმი გადაარჩინა.
თუმცა, მოსახდენი მეცხრე გეიმში მოხდა. ფედერერმა კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო, რომელიც გამოიყენა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ნადალს მეორე სეტში მეტოქის მოწოდებაზე შანსი არ ჰქონდა - "თანაბარ" ანგარიშამდე ერთხელაც ვერ მივიდა და წელს, მესამედ დამარცხდა ფედერერთან. როჯერმა ზედიზედ მეოთხედ მოუგო რაფას და მათ შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში გახდა 23:14 ნადალის სასარგებლოდ.
ამ ფინალის შემდეგ, ფედერერი მეოთხე ჩოგანი გახდება, ნადალი კი მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებს.
1/2 ფინალი
როჯერ ფედერერი (შვეიც, 4)-ნიკ კირგიოსი (შვეიც, 12) 7:6(9), 6:7(9), 7:6(5); რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:1, 7:5.
ფინალი
როჯერ ფედერერი (შვეიც, 4)-რაფაელ ნადალი (ესპ, 5) 6:3, 6:4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"