ნიკოლოზ ბასილაშვილმა "როლან გაროსი" მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
29 მაისს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია ჩემპიონატის "როლან გაროსის" პირველ წრეში ჟილ სიმონი დაამარცხა.

ბასილაშვილმა (63) ფრანგი მეტოქე, რომელიც რეიტინგში 32-ე ადგილზეა, 4 სეტში ანგარიშით 1:6, 6:2, 6:4, 6:1 დაამარცხა და ტურნირის 1/32-ფინალში გავიდა.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე სერბი ვიქტორ ტროიცკი იქნება, რომელიც რეიტინგში 35-ე ადგილზეა.

1/32-ფინალური მატჩი 31 მაისს, ჩვენი დროით 13:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ასეთი სტაბილური ნიკა მე არ მახსოვს,პირველი მოწოდებაც ძალიან ზუსტი და ძლიერი იყო.საუკეთესო ფორმაშია
besik61
16:46 30-05-2017
0
მიდი ტელავი შენთანაა
nika
11:34 30-05-2017
0

სიახლეები პოპულარული