ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ მეტ რიდთან წყვილში თამაშობდა. ქართულ-ავსტრალიურმა დუეტმა სამ სეტში წააგო ანდრე ბეგერმანისა (გერმანია) და ფილიპ ოსვალდის (ავსტრია) დუეტთან - 4:6, 6:4, 3:6.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი როლან გაროსის II წრეშია გასული, სადაც სერბ ვიქტორ ტროიცკის ხვდება. ეს შეხვედრა ხვალ, საქართველოს დროით 13 საათზეა დაგეგმილი.