"სახლში თამაში ყველაზე ცუდია, იცით, რატომ? აი, ასეთი გულშემატკივრები რომ ხართ"

AutoSharing Option
საქართველოს ქალ-ჩოგბურთელთა ნაკრების წევრი სოფია შაფათავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გულშემატკივართა კომენტარებს გამოეხმაურა, რომლებმაც "დევისის თასზე" განცდილი მარცხის გამო ჩოგბურთელები გააკრიტიკეს.

"ძალიან მაღიზიანებთ ის ხალხი, ვისაც ჩოგბურთში არაფერი გაგეგებათ და სტატუსებს წერთ, ვინ და როგორ ითამაშა! რატომღაც მე იურიდიული და მეცნიერული გამოხტომებით არ "გამოვდივარ" აქ! ჩემი სფერო არ არის და ჩუმად ვარ!

ხო, არ ითამაშეს "დევისის თასი" გადასარევად, მართალია! მაგრამ თქვენს ლანძღვას გულშემატკივრობა არ ჰქვია!

ფედერაციის თასზე რომ უკეთ ვითამაშეთ, ნაკლებად გვლანძღავდით?!

ქართველი ხალხის ჩვევაა
ეს - სიტყვით გამოსვლა და სხვაზე რაიმე ცუდის თქმა. მოვალთ ჩვენც თქვენთან ოფისში და მერე დავასტატუსებთ, რა ხართ!

არაფრის თქმას არ ვაპირებდი! მაგრამ სახლში თამაში ყველაზე ცუდია, იცით, რატომ? აი, ასეთი გულშემატკივრები რომ ხართ და თქვენგან მხარდაჭერა კი არა, ცარიელი ნეგატივი მოდის!" - წერს შაფათავა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
შაფათავა რარაც კუთხით მართალია, თუმცა სპორტსმენისგან მსგავსი მიმართვა მაინც შეცდომაა. რაც შეეხება ჩოგბურთს და ზოგადად, სპორტს, იგი ძალიან დაბალ დონეზეა და ამას უამრავი მიზეზი აქვს. მთავარი კი დაფინანსების არქონა, შესაბამისად, მწვრთნელების დაბალი დონეა. სპორტის არცერთ სახეობას არ ყავს მაყურებელი. მოკლედ, ყველაფერი მხოლოდ ნიჭზე და ერთეულების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.
თენგო
07 მარტი 2016 16:22
0
ესეც რომ ქართველებს ლანძღავს, გამომივიდა ეხლა ესეც შტეფი გრაფი, ჩადევით სული და გული როცა ქვეყნის სახელით გამოდიხარ და წაგების დროსაც გიგულშემატკივრებთ, თუ არ გჯერა დაესწარი კალათბურთს და რაგბის და ნახავ
llcl
07 მარტი 2016 16:14
0
აბა გულშემატკივრები ყოფილან მთავარი დამნაშავეები გამძლეობა,სიზუსტე,კლასი რომ არ აქვს 80 % ს .გვაპატიეთ რომ ვერ მოგამზადეთ სათანადოდ. ქვეყნის წილი დანაშაული არის იმაში რომ თუნდაც ტატიშვილი დღეს ამერიკის სახელით გამოდის სდა გარკვეულწილად თქვენც ვერ ხართ სათანადო ყურადღების ქვეშ მაგრამ გულშემატკივრისაგან რას ითხოვთ რა პრეტენზიები გაქვთ? იბრძოლეთ და არ დაგიფასეს თუ რა. ბოდიში მოიხადეთ და სკაი ბარებიდან გამოდით ჩოგანი აიღეთ ხელში და ივარჯიშეთ მეტი აქ შარდენებზე დაჩიქინებისა და აგრესიული პოსტების ნაცვლად.
georgian89
07 მარტი 2016 15:31
0
თუ დააკვირდებით ამ ბოლო დროს ხმა ამოიღეს ჯერ კიდევ არ შემდგარმა სპორტსმენებმა. შესაძლოა გარკვეული წარმატებებისთვის მიუღწევიათ ძიუდოისტებს, მაგრამ მათაც კი არაფერი აქვთ სათქმელ-სატრაბახო და ქართველი გულშემატკივრებისთვის დასამადლებელი. რაც შეეხება ამ ... ჩოგბურთელს, ერთი გვითხრას რომ ამბობს ძნელია ასეთი გულშემატკივრების თვალწინ თამაშიო, არ კადრულობს კრიტიკას და ბუზი არ უნდა აიფრინოს ..., როდესაც სხვაგან თამაშობს რა შედეგები აქვს? დიდი-დიდი ორი წრე გადალახოს 10 ან 25 ათასიან ტურნირებში. ასე რომ ხმა ჩაიწყვიტე და თუ საქართველოს სახელით გინდა გამოხვიდე, ნორმალური შედეგები მაინც დადე, ეგ თუ არ შეგიძლია და მაინც გინდა გააგრძელო ვითომ ჩოგბურთის თამაში, კრიტიკაც აიტანე.
დათო
07 მარტი 2016 15:28
0
სრულიად ვეთანხმები სოფიას! ვერ ვხვდები ლანძღვით რისი გამოსწორება ან რა დადებითი შედეგის მოტანა შეიძლება?! პირიქით ადამიანს გამხნევება, გვერდში დგომა და დაფასება თუ გააძლიერებს, მეტ მონდომებას შემატებს და უკეთეს შედეგებსაც აჩვენებს! დავიჯერო ადამიანის წარუმატებლობა უფრო სიამოვნებს იმას ვინც ილანძღება ?! რავიცი რავიცი...
დათო
07 მარტი 2016 15:04
0
ძალიან გეშლებათ საქალბატონე შაფათავა ეს თქვენ არ ხართ ჩოგბურთის აზრზე და მაინც ჯიუტად აგრძელებთ ამის კეთებას. 5 და 10 ათასიანი ტურნირების მეტი თქვენ არ შეგიძლიათ რაიმე მოიგოთ და ისიც ჯეკ პოტივით, ანუ ათასში ერთხელ. ეს არის თქვენი მაქსიმუმი და მეორეც ბასილაშვილს რომ წაეგო თუნდაც იგივე ნილსენთან რომელიც წყვილებში მაინც რაღაცას ფაფხურობს, მაგრამ წაგება ვიღაც მეთევზესთან თუ რა ვიცი რა პროფესიისაა ის დანიელი რომელიც არც რეიტინგშია და არც საერთოდ ჩოგბურთის არსებობაში თანაც 6-1 ეს ხომ დაცინვაა საერთოდ საქართველოსი. ცნობისთვის, რომ იცოდე შენ გეგმაშიც შეიძლება არ იყავი იმ დროიდან ვგულშემატკივრობ ამ სპორტს და იმის მაგივრად რომ სწორედაც ბოდიში მოიხადონ ქვეყნის წინაშე აქეთ კიდევ დიდ გულზე არიან. ეს ხომ სირცხვილია. კი გასაგებია რომ იქით ფინელები ელოდებოდნენ და მარტო ბებერი ნიემინენი დაახევდა ჩოგანს თავზე და წყვილებში კონტინენსაც ვერ გაუწევდნენ წინააღმდეგობას, მაგრამ წიგნებსაც თუ კითხულობთ გაგონილი გექნებათ რომ "მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო". მე ბორგის,კონორსის, მაკინროუს, ლენდლის,აგასის,სამპრასის,ევერტის,ნავრატილოვას,გრაფის და კიდევ ჩამოგითვალოთ შემდეგ ვინ მოდიან, ამათით ვზომავდი და ვგულშემატკივრობ ჩოგბურთს და ისიც ვიცი თქვენ, ბიჭებიც და გოგოებიც რა დონეზე ხართ და ვისთან რა შედეგის დადება შეგიძლიათ და გვერწმუნეთ ვისაც ეს სპორტი გვიყვარს, რომ არ ვითხოვთ თქვენგან არც ამერიკელებთან მოგებას და არც ბიჭებისგან ჯოკოვიჩთან მოგებას, უბრალოდ ნუ შელახავთ თქვენსაც და ქართველების თავმოყვარეობასაც. მაგალითი კი ცოცხალი თვალწინ გყავთ, მორაგბეები. არავის არ აქვს ამბიცია რომ ზეელანდიას მოუგონ მაგრამ კაცურად აკეთებენ თავის საქმეს და გულშემატკივარი ამას ხედავს და აფასებს.
........
07 მარტი 2016 14:58
0
ფეისბუკზე წერას შაფათავამ საკუთარ კარიერას მიხედოს ურჩევნია,გაყინულა 250 ადგილს ზემოთ და წინ ვერ მიიწევს. ...
gio
07 მარტი 2016 14:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული