ერთი წლის წინ, ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ავტოგასამართ სადგურზე გაძარცვეს. მოგვიანებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოცურავეები სადგურის ქონების დაზიანებისთვის დააჯარიმეს. სადგურის თანამშრომლებმა იარაღის მუქარით აიძულეს სპორტსმენები - ჯარიმა გადაეხადათ.
სასამართლომ დაადგინა, რომ ლოხტეს არ დაურღვევია კანონი, როცა ძარცვის შესახებ ისტორია შეთხზა.
აშშ-ის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, სწორედ ამ ბრალდების გამო, ლოხტეს 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა და 100 ათასი დოლარით დააჯარიმა. დისკვალიფიკაციას ვადა 30