მოცურავეთა რეპეტიციები პრაღის სალიცენზიომდე

AutoSharing Option
წლეულს, 23 ივლისიდან ბარსელონა მოცურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის ლიცენზია ჯერჯერობით მხოლოდ ირაკლი ბოლქვაძეს აქვს, 200 მეტრზე ბრასით ცურვაში.

ახალგაზრდებში ევროპის პირველობის 2012 წლის ბრინჯაოსპრიზიორმა ეს უფლება შარშან მოიპოვა. ამას წინათ მან ხარკოვში უკრაინის ღია თასის გათამაშებაში, სადაც მასპინძლებთან ერთად ბელორუსები, მოლდოველები და ქართველები მონაწილეობდნენ, 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში 2.06,91-ით ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

საგულისხმოა, რომ ამ დისტანციაზე მას მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზიის მოსაპოვებლად წამი არ ეყო.

ამავე ტურნირში მონაწილეობდა 18 წლის დავით სიხარულიძე. 50 მეტრი, თავისუფალი ყაიდით, მან 23,91
წამში დაფარა და საქართველოს 28 წლის წინანდელი რეკორდი გააუმჯობესა, თუმცა ეს დრო კვარცხლბეკზე მოსახვედრად არ ეყო.

31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, პრაღაში საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი ჩატარდება, სადაც ბარსელონას მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო საგზურები გათამაშდება.

ირინა მინჟულინას ხელმძღვანელობით, ამ შეჯიბრებაზე გამოვლენ: ირაკლი ბოლქვაძე, დავით სიხარულიძე, თეიმურაზ კობახიძე და ირაკლი რევიშვილი. მოცურავეთა ამ კვარტეტმა პრაღაში გამგზავრებამდე რეპეტიცია საწყლოსნო კომპლექს "ტონუსის" აუზში გაიარა, სადაც თბილისის მერიის თასი გათამაშდა.

შეჯიბრებაში თბილისის, რუსთავის, გორის, საჩხერის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულები და პრიზიორები ორი დისტანციის ფინას ქულების ჯამით გამოვლინდნენ. გაუწყებთ მათ ვინაობას.

ქალები
სპრინტი (100 და 200 მ). თავისუფალი ყაიდა. 1. ელენე უნდილაშვილი (866 ქულა), 2. ელენე ბერაია (ორივე - "დიღომი", 836), 3. კრავაი კერვალიშვილი ("ტონუსი", 778).
ბრასი. 1. თეონა ბოსტაშვილი (რუსთავი, 941), 2. მარიამ ზუბიაშვილი (საჩხერე, 940), 3. ქეთევან ყამარაული ("ტონუსი", 911). ბატერფლაი. 1. აფსანა ისმაილოვა (ბაქო, 833), 2. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავი, 804), 3. მარიამ ჩიხრაძე ("ტონუსი", 633).
გულაღმა. 1 იულია სტაციუკი (აზერბაიჯანი, 917), 2. მარიამ წერეთელი ("ტონუსი", 760), 3. თამარ მეგრელიძე (რუსთავი, 469).
სტაიერული დისტანციები (400 და 800 მ). თავისუფალი ყაიდა. 1. მონიკა ვასილიანი (სომხეთი, 1162), 2. მერი მუმლაძე ("ტონუსი", 756), 3. ნანო მოდოსიანი ("დიღომი", 587).

ვაჟები
სპრინტი. თავისუფალი ყაიდა. 1. ირაკლი რევიშვილი ("ტონუსი", 1443), 2. ცოტნე მაისურაძე (რუსთავი, 1023), 3. გიორგი ბიგანიშვილი ("ლაგუნა ვერე", 970).
ბრასი. 1. დავით ბოკერია ("ტონუსი", 835), 2. დიტო გიორგაძე ("ლაგუნა ვერე", 813), 3. ილია პაპიძე ("ლაგუნა ვერე", 765).
ბატერფლაი. 1. თემურ კობახიძე (ლაგუნა ვერე", 1287), 2. გრიშა გნედოვსკი ("ოლიმპიკი", 584), 3. ანზორ მონასელიძე ("ლაგუნა ვერე", 468).
გულაღმა. 1. დავიდ უნანიანი (სომხეთი, 1010), 2. აკაკი ვაშაკიძე (თბილისი, 926), 3. ნაზირ იზმაილოვი (აზერბაიჯანი, 733).
სტაიერი. თავისუფალი ყაიდა. 1. დავით სიხარულიძე ("ტონუსი", 1215), 2. ნიკა ყაულაშვილი (რუსთავი, 982), 3. დავით შახნაზაროვი ("ტონუსი", 811).
კომპლექსური ცურვა (200 და 400 მ). 1. დორიან ფაზეკაში (აზერბაიჯანი, 959), 2. ირაკლი კვარაცხელია ("ტონუსი", 893), 3. ვლადიმერ ტერლეცკი (გორი, 674).

თბილისის მერიის მთავარი პრიზები ირაკლი რევიშვილსა და მონიკა ვასილიანს გადაეცათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული