160 კილომეტრიანი გაცურვა კუბასა და ამერიკას შორის ჩაიშალა

AutoSharing Option
ავსტრალიელმა მოცურავემ ჰლოი მაკარდელმა შეწყვიტა 160-კილომეტრიანი გაცურვა კუბასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. სპორტსმენმა გამოსვლა მედუზების ნაკბენებისა და ძლიერი დინების გამო მიატოვა. ამის შესახებ წერს ESPN.

მაკარდელი ფლორიდის სრუტის გაცურვას 60 საათში აპირებდა, რითაც მსოფლიოს რეკორდის გაუმჯობესება სურდა ღია წყალში გაცურვის ხანგრძლივობის მიხედვით. 28 წლის მოცურავემ უარი განაცხადა სპეციალურ კოსტუმზე, რომელიც ორგანიზმს გაციებისგან იცავს, აგრეთვე, ის არ მოუთავსებიათ სპეციალურ გალიაში ზვიგენებისგან თავის დასაცავად.

მაკარდელი ენერგიის შენარჩუნებას ენერგეტიკული სასმელის მეშვეობით აპირებდა, რომელიც ყოველ ერთ საათში უნდა მიეღო.

12 ივნისს, საღამოს ავსტრალიელმა
სტარტი კუბის დედაქალაქ ჰავანას პლაჟიდან აიღო და მაიამიმდე მიღწევის იმედი ჰქონდა. მაგრამ, სტარტიდან 11 საათის შემდეგ, ის იძულებული გახდა თანხმლებ ნავზე ასულიყო. მოცურავემ ვერ გაუძლო იმ ტკივილებს, რომელიც მედუზების ნაკბენებით იყო გამოწვეული. მაკარდელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღდგენისთვის მას მინიმუმ 24 საათი დასჭირდება.

აქამდე, ფლორიდის სრუტის გადაცურვა მხოლოდ ერთმა ქალმა მოცურავემ შეძლო. 1997 წელს, ეს გააკეთა ავსტრალიელმა სიუზენ მარონიმ, მაგრამ მაშინ მან ამისთვის ზვიგენებისგან დამცავი გალია გამოიყენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული