ქართველი მოცურავეები ბარსელონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ

AutoSharing Option
ივლისის მიწურულს პლანეტის უძლიერესი მოცურავეები ბარსელონაში საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმებიან.

ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში, ზურაბ ხომასურიძისა და ირინა მინჟულინას ხელმძღვანელობით, ირაკლი ბოლქვაძე (200 მ ბრასი, 200 მ კომპლექსი), დავით სიხარულიძე (50 და 100 მ თავისუფალი ყაიდა), თეონა ბოსტაშვილი (50 და 100 მ ბრასი) მიიღებენ მონაწილეობას.

შარშან ახალგაზრდა მოცურავეთა ევროპის პირველობაზე ირაკლი ბოლქვაძემ 200 მეტრზე ბრასით ცურვაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სალიცენზიო ნორმატივიც შეასრულა, მერე ეს შედეგი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში განიმტკიცა და თან მსოფლიოზე ორი სპორტსმენიც გაიყოლა.

კატალონიის დედაქალაქში პეკინის ოლიმპიადის მონაწილე ირაკლი რევიშვილი უნდა წასულიყო, მაგრამ ამას წინათ ის ავად გახდა და ბოლო მომენტში დავით სიხარულიძემ ჩაანაცვლა.

როგორც მინჟულინამ გვაუწყა, ქართველი მოცურავეები ბარსელონურ ბატალიებში 31 ივლისიდან ჩაებმებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ