მაიკლ ფელპსის ჰერმაფროდიტი შეყვარებული

AutoSharing Option
ბრიტანულმა გამოცემა The Daily Mail-მა გაარკვია, რომ ლეგენდარულ ამერიკელ მოცურავეს, 18-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ მაიკლ ფელპსს უცნაური შეყვარებული ჰყავს - ეს არის ჰერმაფროდიტად დაბადებული ქალი ტეილორ ლიანა ჩენდლერი. მან ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების დეტალები გაანდო.

ქალის სიტყვებით, ფელპსმა იცის მისი ფიზიკური თავისებურების შესახებ და არაფერი აქვს საწინააღმდეგო. ჩენდლერმა საკუთარ შთაბეჭდილებებზე ილაპარაკა სპორტსმენთან სექსის დროს. მან თქვა, რომ მრავალი წლის განმავლობაში პირველად იგრძნო თავი ქალად, ხოლო საწოლში ისინი მოზარდებივით იქცეოდნენ.

ტეილორ ჩენდლერი ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოებით დაიბადა. მისი პირველი სახელი იყო -
დევიდ როი ფიტჩი. მოზარდობის ასაკში გადაწყვიტა, რომ უნდოდა, ქალი ყოფილიყო და მამაკაცის სასქესო ორგანო მოიშორა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული