ასპარეზობის პირველი დღის დილის საკვალიფიკაციო გაცურვაში თეიმურაზ კობახიძე 28 მონაწილეს შორის მეორე (1:52.98) იყო. ფინალში მან საგრძნობლად გააუმჯობესა (1:51.45) საკუთარი დილის შედეგი, საქართველოს რეკორდი (1:51.84) და ტურნირის ვერცხლის მედალთან ერთად, როგორც
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თეიმურაზ კობახიძე მეორე მოცურავეა, რომელმაც ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო დრო შეასრულა.
ირაკლი ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე 100 მეტრი ბრასით 1:04.59 წამში გაცურა და მე-5 ადგილი დაიკავა. ამავე დისტანციაზე ლევან ბახტურიძემ პირადი საუკეთესო შედეგი 2 წამით გააუმჯობესა (1:06.34) (684 ქულა) და ამ დისტანციაზე სპორტის ოსტატობის ნორმატივი პირველად შეასრულა.
დანარჩენი შედეგები: 100 მ თავისუფალი ყაიდა. გიორგი ბიგანიშვილი (52,80), ელენე ბერაია (1:02.54), 100 მ ბატერფლაი. აკაკი ვაშაკიძე (57,25), 50 მ გულაღმა ცურვა. აკაკი ვაშაკიძე (28,20), 50 მ ბრასი. მერი მუმლაძე (35,07), რუსუდან გოგინაშვილი (36,74), 100 მ გულაღმა ცურვა. რუსუდან გოგინაშვილი (1.11,40).
ჯუდერ ბიჭიკაშვილმა 100 მეტრი თავისუფალი ყაიდით 55.91 წამში დაფარა. შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ იგი ავტოავარიაში მოყვა და შეჯიბრებისთვის სათანადოდ მომზადება ვერ მოასწრო.
საასპარეზოდ არ გასულა ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ფილტვების ანთების დიაგნოზით ბრესტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"