ზურიკო თავაძე მეცხრე ადგილით დაკმაყოფილდა

AutoSharing Option
ბუქარესტში 20-წლამდელ ძალოსანთა ევროპის პირველობაზე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურიკო თავაძე B ჯგუფში გამოდიოდა.

ქართველმა ათლეტმა ექვსივე ცდა გამოიყენა, ორჭიდის ჯამში 300 კილოგრამი (135+165) მოაგროვა და ჯგუფში პირველი ეადგილი კი დაიკავა, მაგრამ ფიცარნაგზე უძლიერესთა გამოსვლის შემდეგ მისი შედეგი მხოლოდ მეცხრე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

ამ წონაში პირველ ადგილზე გავიდა რუსი ალბერტ შეიხოვი - 338 (151+187), მეორე-მესამე ადგილები კი, შესაბამისად, ალბანელ ჰუსენ პულაკუს - 330 (150+180) და ესპანელ ანდრეს მატას - 330 (145+185) ხვდავ. ვერცხლის მედლის ბედი ძალოსანთა პირადმა წონამ გადაწყვიტა.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული