მიტჩელ როუზთან ქუჩის ჩხუბის შემდეგ, დაახლოებით ერთ კვირაში ქუჩაში ორი გოგო ავიყვანე და ერთად წავედით იამაიკაზე. ასეთი გართობების დროს, ისინი ჩემი პარტნიორები იყვნენ.
"ვერსაჩეს" მაღაზიაში წავედი და ტანსაცმელი ვუყიდე. სექსი გვქონდა, მარიხუანას ვეწეოდით. თუ სხვა გოგონები მომინდებოდა, შესანიშნავი ქალები მოჰყავდათ ჩემთან. ყოველთვის მყავდა ისეთი გოგონები, რომლებიც სხვა ქალებით მამარაგებდნენ.
ასე რომ, თუ ლამაზ გოგოსთან ერთად დამინახავდნენ, შეიძლებოდა ეფიქრათ, რომ მასთან სექსი მქონდა, მაგრამ, ხშირ
როცა შელიმ გაიგო, რომ იამაიკაზე მივემგზავრებოდი, ძალიან ანერვიულდა. მან იცოდა, რომ ყველაზე ძვირფას სამკაულებს ვატარებდი, იმ დროს კი იამაიკაში ხშირი იყო ძარცვა და მკვლელობა. ამიტომაც თხოვა ცნობილ იამაიკელ მოკრივეს, სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონს მაიკლ მაკალუმს, რომ ჩემთვის სამკაულები ჩამოერთმია.
- სალამი, მაკალუმ, მიხარია შენი ნახვა, - ვთქვი მე. - აქ რას აკეთებ?
- მთხოვეს აქ მოვსულიყავი და შენი ნივთები წამეღო, - მიპასუხა მან.
- მოდი, ერთად გავერთოთ ძმაო. მაგარი იქნება! - შევთავაზე მე.
- კარგი. მაგრამ ჯერ ყველა სამკაული მოიხსენი. აქ ღარიბი ხალხია, მაიკ და თუ ამას დაინახავენ, აუცილებლად წაგართმევენ, - თქვა მან.
- სისულელეა ეს ყველაფერი, - ვთქვი მე. - არ მგონია, მათ ჩემთვის ამის წართმევა უნდოდეთ. პირიქით, მათ უნდათ ეს ჩემზე დაინახონ. პატივს არ მცემენ, თუ მათ წინაშე სამკაულების გარეშე გავალ.
ის თავისაზე იდგა, მაგრამ მე არ დავთმე. საბოლოოდ, იამაიკის ყველაზე სახიფათო რაიონებში ვიყავით, მაგრამ არაფერი მოგვსვლია. მხოლოდ სიყვარულს ვიღებდით. დემიენ მარლისთან (იამაიკელი მუსიკოსი, რეგის შემსრულებელი, "გრემის" სამი პრიზის მფლობელი), მამამისის სახლში, მარიხუანასგან ისეთი კაიფი მიიღე, რაც ცხოვრებაში არ განმიცდია. ასეთი მოსაწევის შემდეგ, დეპრესიაც აღარ არსებობდა. უცნაური შეგრძნება იყო, ღრმა და ამავდროულად, რბილი.
ერთხელ მაკალუმმა სტრიპტიზ-კლუბში წამიყვანა და საშუალება მომცა სიამოვნება მიმეღო შესანიშნავი იამაიკელი გოგონების ცქერით.
- მინდა რომელიმე მათგანმა სასტუმროში გამაცილოს. როგორ ფიქრობ, რა ეღირება ეს? -ვიკითხე მე.
- აი იმას 40 ათასად წაიყვან, - მიპასუხა მან.
- იმის სანაცვლოდ 40 ათასი დოლარი? - ყურებს არ დავუჯერე.
- არა, არა, ეს იამაიკური ფულია. დაახლოებით 20 ამერიკული დოლარი, - ამიხსნა მაკალუმმა.
- აი, ეს მესმის! მოდი ყველა წავიყვანოთ! უთხარი მათ, რომ დაწესებულებას ვხურავთ, - ვთქვი მე.
- ისინი ამას არ გააკეთებენ, მაიკ, - შემეწინააღმდეგა მაკალუმი. - სამი მათგანი აირჩიე.
სამი გოგონა ავირჩიე, ერთად დავბრუნდით სასტუმროში და იქ მაგრად გავერთეთ.
ახალი წლის წინა დღეებში დავტოვე იამაიკელი გოგონები და რამდენიმე დღე ახალი წელი კუბაზე ვიზეიმე. ჩემი უსაფრთხოების ჯგუფის წევრმა რიკმა დაიჟინა, რომ ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყო. მასთან ინახებოდა ჩემი პასპორტი. მაშინ ეს არ ვიცოდი, მაგრამ შელი ძალიან ნერვიულობდა იმის გამო, რომ თუ ჩემს პასპორტში კუბული ბეჭედი გაჩნდებოდა, ამერიკის მთავრობა არ მომცემდა ქვეყანაში დაბრუნების უფლებას.
როგორც კი თვითმფრინავიდან ჩამოვედი, თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ღრუბლებში დავფრინავდი. თითქოს დროის მანქანამ 1950 წელში დამაბრუნა. იქ დადიოდნენ 50-იანი წლების ძველი ამერიკული მანქანები და სახლებიც თითქოს იმავე ეპოქისა იყო. როგორც კი სასტუმროში გავრეგისტრირდით, რიკის გავექეცი. მინდოდა ჩვეულებრივი ადამიანები დამეთვალიერებინა. თუმცა ეს ახლო მომავლისთვის გადავდე და პირველი, რაც გავაკეთე - ცოტაოდენი კოკიანი დავყნოსე. ნარკოტიკი იამაიკიდან წამოვიღე.
კუბელები შესანიშნავი ადამიანები აღმოჩდნენ. ყველგან ვსეირნობდი და არავინ მაწუხებდა ზედმეტი ყურადღებით. არავინ მიბამდა საუბარს და მხოლოდ ჩასახუტებლად და იმის საკითხავად მოდიოდნენ - რამე ხომ არ მჭირდებოდა. ყველანი სტუმართმოყვარენი იყვნენ და ჩემს დაცვას ცდილობდნენ.
არ ყოფილა ხალხმრავალი ბრბო, როგორც შოტლანდიაში, ინგლისში ან იაპონიაში. კუბელები თავს არ გაბეზრებდნენ. შესაძლოა, ისინი ფიქრობდნენ, რომ გიჟი ვიყავი, ოღონდ კარგი და კეთილი გიჟი. ამიტომაც ყველა მიღიმოდა.
ორი საათი ჰავანაში ვსეირნობდი, გეტოებში და მიყრუებულ ქუჩებში დავაბიჯებდი, როცა ერთი ბიჭი მომიახლოვდა. შესანიშნავად ლაპარაკობდი ინგლისურად.
- მისტერ ტაისონ! მისტერ ტაისონ! დავინახე, როგორ სეირნობდით და თვალებს არ დავუჯერე, რომ ეს თქვენ იყავით. არ შეიძლება ასეთ ქუჩებში მარტო სიარული. თქვენ ოჯახი გჭირდებათ. ეი, მამიკო, ჩემთან წამოდით! ჩემთან წავიდეთ!
- კარგი, გავითვალისწინებ! - ვუპასუხე მე. თამამი ბიჭი იყო.
თავის სახლში წამიყვანა და ისღა დამრჩენოდა, ქალი ამერჩია.
- აბა, რა ხდება? - ვიკითხე მე. - მაჩვენე ქალები. თუ არა, ღამის კლუბში წავალ.
- ო, არა! არ გჭირდებათ ამისთვის ღამის კლუბები. ცოლი გინდათ? აქ დამელოდეთ!
სახლიდან გაიქცა, ქუჩის ბოლოს თვალს მიეფარა და რამდენიმე წუთში, ზაფხულის კაბაში გამოწყობილ ლამაზ გოგონასთან ერთად დაბრუნდა.
- ცოლი მოგიყვანე, - მითხრა მან. - გაწყობს ეს ქალი?
ვერ ვიჯერებდი. ამაზე უკეთესი არც არსებობდა. სად ვიპოვნიდი ასეთ მაგარ ქალს?
- ის, უბრალოდ, შესანიშნავია! - ვუპასუხე მე.
გავიფიქრე, რომ ეს ბიჭი სუტენიორი იყო და ჯიბეში ხელი ჩავიყავი.
- რამდენი უნდა გადავიხადო? რა ღირს?
- არა, არა! - თქვა მან. - თქვენ ახლა ოჯახის წევრი ხართ და ეს თქვენი ცოლია.
მართლაც შესანიშნავი იყო. როცა რამე მჭირდებოდა, მაშინვე მოჰქონდა ჩემთვის. ძალიან ყურადღებიანი იყო. ცოტა ვისეირნეთ, შემდეგ იმ ბიჭთან სახლში დავბრუნდით, რადგან ჩვენთვის კარგი ვახშამი მოამზადა.
მისმა ცოლმა შესანიშნავი ომარები დაგვახვედრა, ბიჭმა ორი ბოთლი ღვინო მოიტანა. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი: ეს იყო "ლაფიტ როტშილდის" ბოთლი 2000 დოლარის ღირებულების. ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონოდათ ამდენი ფული!
ჩვეულებრივ მრავალბინიან სახლში ცხოვრობდნენ. გადავწყვიტე, რომ შესაძლოა, ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი მეირ ლანსკის (ამერიკული ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ლიდერი; აქტიური მონაწილეობა მიიღო სათამაშო იმპერიის შექმნაში) სასტუმროში მუშაობდა და როცა რევოლუცია მოხდა, იქიდან წამოიღო ეს ბოთლი. სტუმართმოყვარეობა რომ დაემტკიცებინა, ბიჭმა თავისი საუკეთესო ღვინო გამომიტანა. მაგრამ მე არ მინდოდა მისი დალევა და უფრო იაფი ბოთლის გახსნა შევთავაზე.
ჩემმა მასპინძელმა ჩვენთვის დიდი კულტურული პროგრამა მოამზადა. დაგეგმილი იყო შთამბეჭდავი თეატრალური წარმოდგენა კაბარე "კოპა რუმში" - ძველ სასტუმრო "რივიერა-ჰავანაში", რომელიც ადრე ლანსკის ეკუთვნოდა. ერთადერთი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ გზად სასტუმროსკენ, ტაქსიდან თავის გადმოყოფა მომიწია და გული ამერია. მაშინ ვერ მივხვდი რაში იყო საქმე. როგორც აღმოჩნდა, ომარები ჭუჭყიან წყალში მოხარშეს და მე "მონტესუმას შურისძიება" (დიარეა, რომელიც გამოწვეულია ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში საკვების მიღებით; მონტესუმა - აცტეკების ბელადი) შემეყარა მძიმე ფორმებში.
ვცადე შოუს ბოლომდე ყურება, მაგრამ ვერ შევძელი. ძალიან დასუსტებული ვიყავი, მაგრამ მაინც არ ვთქვი უარი სადომაზოხიზმზე: მინდოდა გოგონასთან ერთად სასტუმროს ნომერში წასვლა. ვფიქრობდი, რომ გულის რევის შეგრძნება გამივლიდა და ჩემი სასქმესო ასო წესრიგში იქნებოდა.
ცოლს ხელი მოვკიდე, მასპინძელს მადლობა გადავუხადე, თან ძვირფასი სამაჯური ვაჩუქე და ტაქსით სასტუმროში დავბრუნდით. გოგონა არასოდეს იყო ნამყოფი ასეთ მდიდრულ სასტუმროში, რადგან კუბის მთავრობა უფლებას არ აძლევს ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ტურისტებისთვის განკუთვნილი სასტუმროებით ისარგებლონ. ეს კეთდება ტურისტების მეძავებისგან დაცვის საბაბით, რადგან ამ ქალებს შეუძლიათ ჩამოსულებს "მიკი ფინი" (ნივთიერება, რომელიც მომენტალურ ფაღარათს იწვევს) დაალევინონ და შემდეგ გაძარცვონ. ჩემი აზრით, კუბის მთავრობას, უბრალოდ, არ უნდა, რომ ხალხმა ლამაზ ცხოვრებას გაუგოს გემო.
სანამ ჩემს ნომრამდე მივაღწევდი, ფოიეში კუბის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს შევეფეთე. ეჭვი მაქვს, მათ ჩემს შესახებ უკვე იცოდნენ.
წელს ზემოთ შიშველი ვიყავი, ქვედა საცვალი არ მეცვა და შარვალზე ღებინების კვალი რჩებოდა. ისიც შესამჩნევი იყო, რომ კაიფის ქვეშ ვიყავი, ასე რომ, ყველაზე ნაკლებად მინდოდა პაპარაცების ყურადღების ცენტრში მოხვედრა. წყობიდან გამოვედი, აპარატურას ხელი ვტაცე და პირდაპირ მათ ვესროლე, შემდეგ ნაძვის ხიდან სამი შუშის სათამაშო ჩამოვგლიჯე და რეპორტიორებს დავუშინე. გარდა ამისა, ერთ ფოტოგრაფს თავში ჩავარტყი. სულ მთლად გადავირიე, მაგრამ პაპარაცებმა მოასწრეს კამერების აღება და გაქცევა.
როცა რეგისტრაციის დახლამდე მივაღწიე, მეგონა, რომ ეშმაკობა დამჭირდებოდა ნომერში გოგონას შესაყვანად, მაგრამ პორტიემ მითხრა, რომ სასტუმროში უკვე დარეკეს სამთავრობო ჩინოვნიკებმა და ყველაფერი მოგვარებულია: შემიძლია ნომერში ნებისმიერი სტუმარი შევიყვანო.
საწოლში დავწექით, გოგონა ზემოდან მოთავსდა, მაგრამ ისეთი დასუსტებული ვიყავი, რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მხოლოდ დილით ვიგრძენი თავი უკეთ. მე და რიკი იამაიკაში ადრეული რეისით უნდა დავბუნებულიყავით. გამგზავრებამდე ამ გოგონასთან მაინც მქონდა სექსი და ეწყინა, რომ წასვლას ვაპირებდი.
მთელი ჩემი ფული და სამკაულების უმეტესი ნაწილი ვაჩუქე, გამონაკლისი იყო 50 თუ 60 ასათი დოლარის ღირებულების ალმასის ყელსაბამი. ჩემთვის ამ ყველაფრის ყიდვა შოკოლადის ფილის შეძენასავით იყო. ვერ ბედავდა ამ ყველაფრის აღებას, მაგრამ ვაიძულე. იმედი მქონდა, რომ გაყიდდა და საკმარის ფულს აიღებდა, რომ მინიმუმ რამდენიმე წელი საკუთარი ოჯახი შეენახა.
გოგონა სასტუმროს ნომერში დავტოვე და ჰოლში რიკს შევხვდი. აეროპორტში წავედით. ძალიან გვშიოდა, მაგრამ არც რიკს აღმოაჩნდა ფული. ტურისტები გარს შემომეხვივნენ და ბარტერის ორგანიზება გადავწყვიტე.
- წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ავტოგრაფის სანაცვლოდ საჭმელი გვიყიდოთ? - ვიკითხე მე. ვინც ინგლისური არ იცოდა, ხელით ვანიშნებდი იქვე გამოფენილ კერძებზე.
კუბაში ჩასვლისას, სადღაც 270 ფუნტს (122.5 კგ) ვიწონიდი, მაგრამ იამაიკაში დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით 30 ფუნტი (13.6 კგ) დავიკელი. არ მგონია, რომ საკვების გამო ვიყავი მოწამლული ან პარაზიტებისგან რაღაც ინფექცია ავიკიდე. არ ვფიქრობდი ასე იქამდე, სანამ ერთ გოგონას არ შევხვდი, რომელიც ნიუ იორკიდან ჩამოვიყვანე. იმან, რაც მან მითხრა, ძალიან შემაშფოთა.
- მაიკ, ვარჯიშების გარეშეც ძალიან დაიგდე წონა. შესანიშნავად გამოიყურები!
"ჯანდაბა!" - გავიფიქრე მე.
დარწმუნებული ვიყავი, რომ შიდსის ვირუსი ავიკიდე. იმ ღამით, სანამ კუბაში გავემგზავრებოდი, შინ ის სტრიპტიზიორები წავიყვანე. ერთ-ერთან სექსის დროს, პრეზერვატივი მომძვრა. როგორც კი ეს მოხდა, იმ ქალმა ძალიან უცნაური გამომეტყველება მიიღო.
დარწმუნებული ვიყავი, რომ მან შიდსი გადამდო. ან შეიძლება ფიქრობდა, რომ მე გადავდე ვირუსი.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"