გერმანელმა მძლეოსანმა არბიტრი შუბით მოკლა

AutoSharing Option
გერმანიაში, ახალგაზრდებს შორის მიმდინარე მძლეოსნობის ტურნირში ტრაგედია დატრიალდა.

დიუსელდორფში, ახალგაზრდებს შორის მძლეოსნობის ტურნირზე არბიტრი დაიღუპა.

75 წლის რეფერი სექტორში შედეგის დასაფიქსირებლად მიიჩქაროდა. მოედანზე გასვლის მომენტში კი ერთ-ერთი სპორტსმენის მიერ ნასროლი შუბი მოხვდა.

სტადიონზე უმალ "სასწრაფო" შეიჭრა. ექიმებმა დაჭრილი არბიტრი, რომელსაც შუბმა საძილე არტერია დაუზიანა, საავადმყოფოში გააქანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული