"თუ მე რიოში გავემგზავრები და საკუთარ ტიტულებს დავიცავ, უფრო დიადი სპორტსმენი გავხდები. რაც შეეხება შემდეგ სეზონს, ჯერჯერობით არ ვიცი, რა სახეობებში გამოვალთ. ჯერ გეგმებისა და მიზნების შესახებ უნდა ჩამოვყალიბდე", - განაცხადა ბოლტმა.
ლეგენდარულმა იამაიკელმა აღნიშნა, რომ შეუძლია კონცენტრაცია მოახდინოს საკუთარი მსოფლიოს რეკორდების გაუმჯობესებაზე.
"არავინ ვიცით, რა შეგვიძლია რეალურად. შეიძლება ვცადო და 200 მეტრი 19 წამზე ნაკლებ დროში დავფარო ან
იამაიკელი აიმედებს თავის გულშემატკივარს, რომ აუცილებლად გამოვა მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატზე, რომელიც მოსკოვში გაიმართება, მაგრამ გამოტოვებს თანამეგობრობის თამაშებს - ეს შეჯიბრი 2014 წელს გლაზგოში გაიმართება.
"თუ საკუთარ ორგანიზმს ძალიან დიდ დატვირთვებს მისცემთ, ის მალე გამოიფიტება, მე კი მინდა, რაც შეიძლება დიდი ხანი დავრჩე სპორტში", - ამბობს სპრინტერი სააგენტო AP-სთან კომენტარში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"