26 წლის ეთიოპელი ოლიმპიური ჩემპიონი უეცრად გარდაიცვალა

AutoSharing Option
ეთიოპიელი მორბენალი, 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მესკერემ ლეგესე 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სააგენტო AP-ის ინფორმაციით, სპორტსმენი მეცხრე თვეში იყო ფეხმძიმედ. ის კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ჰემდენში რესტორანში სადილობდა, როცა მოულოდნელად გონება დაკარგა. ლეგესე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მძლეოსანი გარდაიცვალა.

ექიმებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს.

სპორტსმენის სიკვდილის მიზეზი უცნობია. ლეგესეს მეგობრის თქმით, ადრე მორბენალი გულის ავადმყოფობას უჩიოდა.

ლეგესე ათენის ოლიმპიადაზე 1500 მეტრზე სირბილში გამოდიოდა და იქ ფინალში გასვლა ვერ შეძლო. მოგვიანებით, სპორტსმენი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდა, სადაც სხვადასხვა ტურნირში იღებდა მონაწილეობას.

ეთიოპიელს ახლადდაბადებული
ბავშვის გარდა, ორი წლის ვაჟი დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული