ბრაზილიაში ტურნირი სროლის სხვა სახეობებშიც ტარდება, მათ შორის - სასტენდო სროლაშიც, მაგრამ იქ ჩვენი მესტენდურები არ წასულან.
შეგახსენებთ, რომ სალუქვაძე და მაჭავარიანი ოლიმპიადის ლიცენზიანტები არიან და რიოში კიდევ ერთხელ მოუწევთ ჩასვლა თამაშებზე. მათთან ერთად ქადაგიძეც იქნება მწვრთნელის რანგში.
ახლანდელი მსოფლიოს თასი ერთგვარი სატესტო შეჯიბრებაა, სადაც მომავალი
ჩვენები ტურნირში ხვალ ჩაებმებიან, როცა ქადაგიძე და მაჭავარიანი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში იასპარეზებენ. სალუქვაძე იმავე დისტანციაზე ხვალ დადგება ცეცხლის ხაზზე. სპორტული პისტოლეტიდან ვაჟები 19 აპრილს ისვრიან, ქალები - მეორე დღეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"