რიო 2016: ამირან პაპინაშვილმა მსოფლიო ჩემპიონს მოუგო და ნახევარფინალშია!

AutoSharing Option
6 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ამირან პაპინაშვილი, რომელმაც სამი ორთაბრძოლა მოიგო და ნახევარფინალშია.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი 28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კანადელ სერხიო პესოას ვაზარ-იუკოთი სძლია, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით აჯობა. პაპინაშვილმა უმნიშვნელოვანესი ბრძოლა 1/4-ფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან გამართა და იპონით გაიმარჯვა.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი მოგვიანებით დაიწყება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ
ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 70 /
ველორბოლით დავტკბი. შვიდქალა რაგბით ვისიამოვნე. უზბეკა ძიუდოისტითაც. 4 წელიწადში ერთხელ ვერ უნდა ვუყურებდეთ ქართველ ძიუდოისტებს??!!! ქებადაქება ამირანს
გოჩა
06 აგვისტო 2016 20:25
0
შენ გენაცვალე მაგარი კაცი ხარ
bero
06 აგვისტო 2016 20:24
0
ამირანი პირველი ასპარეზობს თანაგუნდელთა შორის და უდიდესი ფსიგოლოგიური წნეხის ქვეშაა. თუმცა გმირულად იბრძვის და კვარცხლბეგის უმაღლე მწვერვალზე ასვლას ვუსურვებ. შეეწიოს უფალი!
kix
06 აგვისტო 2016 20:23
0
წარმატებები პაპინ ღმერთი შენსკენ იმედი ოქროს მოიპოვებ
gaguuu
06 აგვისტო 2016 20:20
0
ფინალური ბლოკი რომელ საათზე იწყება?
სანდრო
06 აგვისტო 2016 20:18
0
ფინალური ბლოკი რომელ საათზე იწყება?
სანდრო
06 აგვისტო 2016 20:18
0
ყოჩაღ პირველი არხი მადლობა რომ კარგი ტრანსლიაციაა და ყველა შეხვედრას ვუყურებთ...:))))))))))))))) ეგ ქართული სენია მიზეზს სხვებს რომ ვაბრალებთ:" ჩვენი რა ბრალია სიგნალს სხვებისგან ვერ ვიღებთო"
გუჯა
06 აგვისტო 2016 20:17
0
ნახევარფინალში გასვლა ნიშნავს რომ მედალი განაღდებულია? გთხოვთ მიპასუხოთ.
pele
06 აგვისტო 2016 20:13
0
საზოგადობრივი მაუწყებელი-დილეტანტთა ბრბო-ვაი თქვენს პატრონს....
mamuka kikabize
06 აგვისტო 2016 20:11
0
რა პირველი არხი?! როდესაც პაპინაშვილი დამოდიოდა არცერთი გამოსვლა უჩვენებია.... რუსულ არხებზე ვუყურებდი.
ესეც თქვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ რაღაცა მასეთი.
სეირა
06 აგვისტო 2016 20:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული