სხვადასხვა

ოლიმპიზმი

რიო 2016. ცურვა: თეონა ბოსტაშვილმა 42-ე შედეგი აჩვენა

AutoSharing Option
7 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თეონა ბოსტაშვილმა 100 მეტრი ბრასით ცურვაში იასპარეზა. თეონამ მანძილი 1.22,91-ში გაცურა და 43 მონაწილეს შორის 42-ე იყო.

საკვალიფიკაციო ეტაპი ამერიკელმა ლილია კინგმა (1.05,78) მოიგო, რომელმაც რუს იულია ეფიმოვას 0.00,01 წამით აჯობა.