სხვადასხვა

ოლიმპიზმი

ეს დღეებია ტელევიზორს ვარ მიჯაჭვული - ზაზა ფაჩულია ქართველ ოლიმპიელებზე

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები "მერიის თასისთვის" თბილისის სპორტის სასახლეში ემზადება.

გუნდთან ერთად ვარჯიშობს კაპიტანი ზაზა ფაჩულიაც, რომელმაც დღეს ჟურნალისტებთან კომენტარის კეთებისას ოლიმპიადაზე წასულ ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.

"თავდაპირველად, მსურს თქვენი მეშვეობით ჩვენს ქართველ ოლიმპიელებს მივესალმო. ეს დღეებია მიჯაჭვული ვარ ტელევიზორს, ძალიან ვგულშემატკივრობ მათ და მსურს აქედან, მთელი გულით და სულით, გუნდის სახელით წარმატებები ვუსურვო.

რაც არ უნდა მოხდეს, მთელი ქვეყანა მათ გვერდით ვართ და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ასეც იქნება.

ძალიან რთულია, როცა უცხო ქვეყანაში ამხელა ტურნირზე შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ.
წარმატებები ჩვენს ოლიმპიელებს", - განაცხადა ნაკრების კაპიტანმა.
ასევე დაგაინტერესებთ