
საქმე ისაა, რომ ტანმოვარჯიშეები ყოველი ახალი სეზონის წინ პროგრამას ცვლიან - ვარჯიშსაც და მუსიკასაც. ფაჟავას კი, რომელმაც "რაჭულის" თანხლებით ჯერ მოსკოვის გრან-პრიზე, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, ოლიმპიადისთვის იგივე პროგრამის დატოვება სთხოვეს.
ამგვარად, ქართველი ტანმოვარჯიშე, რომელიც რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე 19 აგვისტოს იასპარეზებს, გურზებით "რაჭულის" თანხლებით ივარჯიშებს.