24 წლის სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
24 წლის ქართველმა ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ, რომელიც საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, კარიერა დაასრულა - ამის შესახებ განცხადება მან "ინსტაგრამის" საშუალებით გაავრცელა.

Sportall.Ge

"ძვირფასო მეგობრებო, მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ პროფესიონალური კარიერა დავასრულე. ელიტარულ სპორტში ჩემი მისია შევასრულე, ახლა კი დრო მოვიდა ძველი გზა დავტოვო და სხვადასხვა მიმართულებით განვვითარდე. მადლობა მხარდაჭერისთვისა და სიყვარულისთვის" - წერს სალომე საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე.

ფაჟავამ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე საკმაოდ წარმატებით იასპარეზა, თუმცა მედლის გარეშე დარჩა.

სალომემ 2012 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. 2015 წელს, ბაქოს
პირველ ოლიმპიურ თამაშებზე ბინჯაოს მედალი მოიპოვა. იმავე წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე სამეულს მცირედით ჩამორჩა.

ქართველი სპორტსმენი რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზეც მონაწილეობდა. ფაჟავა არაერთი გრან-პრის გამარჯვებულია.

altსალომე ფაჟავას სუპერ გამოსვლა "ქუინის" მუსიკის ფონზე [VIDEO]

altმსაჯების თხოვნით, სალომე ფაჟავა ოლიმპიადაზე "რაჭულის" თანხლებით გამოვა



მკითხველის კომენტარები / 2 /
უფრო მეტი პოტენციალი გააჩნდა,რათა წარმატებებისთვის მიეღწია!
დავითი
06:16 16-10-2021
0
როცა ფედერაციის ვიცე პრეზიდენტად დანიშნეს,უკვე გასაგები იყო,რომ ოლიმპიადის შემდეგ აქტიურ კარიერას დაასრულებდა,თუმცა მისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.ის ებრძოდა ტრავმებს,მსაჯებს,მეტოქეებს და მიუხედავად იმისა,რომ ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო,მაინც შესძლო და თავი შეაყვარა მთელ მსოფლიოს გულშემატკივრებს,თავისი ლამაზი,ტემპერამენტიანი გამოსვლებით.ის დაუვიწყარ სპექტაკლებს დგამდა ხალიჩაზე და სხვებისაგან მკვეთრად გამოირჩეოდა.გმადლობ სალომე ყველაფრისათვის და წარმატებებს გისურვებ,ახალ სარბიელზე.
სოსო
11:08 06-10-2021
0

სიახლეები პოპულარული