"ბედნიერი ვარ ქართველი ხალხის გახარებით - ამისთვის დიდი შრომა გავწიე!"

AutoSharing Option
საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრების წევრმა შმაგი ბოლქვაძემ (66), რომელმაც გუშინ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

- ბეგი დარჩია: შმაგის ვულოცავ, გუნდით კი მთლიანობაში უკმაყოფილო ვარ...
- რიო 2016: ერთადერთი, რაც შმაგი ბოლქვაძემ ვერ გააკეთა... [VIDEO]

"ყველას დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრობისთვის. ბედნიერი ვარ, ქართველი ხალხის გახარება რომ მოვახერხე. ამ მედლის მოსაპოვებლად ძალიან დიდი შრომის გაწევა მომიწია.

ყველა აქ ჩატარებული შეხვედრა ჩემთვის ძალზე მძიმე გამოდგა. პირველი მეტოქე, რომელიც ფინელი იყო, ჩემზე გამოცდილი იყო, თუმცა მაინც მოვახერხე მისი დამარცხება. ამის
შემდეგ ირანელ ოლიმპიურ ჩემპიონს შევხვდი, რომლის დამარცხება ჩემი ენერგიულობის ხარჯზე შევძელი. ნახევარფინალში კი მსაჯები სერბისადმი იყვნენ სიმპათიებით განწყობილნი და ამან, საბოლოოდ, თავისი გასაკეთებელი ქნა...

ჩვენს გუნდში სულ 5-ნი ვიყავით. წინა 4-ს მედალი არ ჰქონდა მოპოვებული, მე კი ძალიან მინდოდა მისი მოპოვება. ყველა ჩემს იმედად იყო, მამხნევებდნენ, აბა, შენ იცი შმაგი, ბრინჯაო უნდა აიღოო... საბედნიეროდ, ეს შევძელი კიდეც!", - გვითხრა ბოლქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი კაცი, შეუპოვარი, შემტევი, მამაცი, ასე გააგრძელე და მსოფლიოც, ევროპაც და ოლიმპიადაც შენი იქნება, გაგიმარჯოს გადღეგრძელოს.
ხვიჩა
17:31 18-08-2016
0
გენაცვალე შმაგო, მაგარი ბიჭი ხარ, ვამაყობ შენით!
B-52
15:29 17-08-2016
0

სიახლეები პოპულარული