ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში იასპარეზა და 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.
ნახევარფინალური სერია 17:45-17:55 საათზე დაიწყება.
ქართველი სპორტსმენის მეტოქეები ნახევარფინალში იქნებიან გერმანელი სტეფან კირაი, პორტუგალიელი ჰელდერ სილვა, უნგრელი ჯონათან ჰაიდუ, აზერბაიჯანის წარმომადგენელი ვალენტინ დემიანენკო, უკრაინელი იური ჩებანი და კანადელი მარკ ოლდერშეი.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.