თემურ ყაზარაშვილი: მთელი სულით და გულით ჩვენს ბიჭებთან ვიყავი

AutoSharing Option
[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან]

ვეტერან ქართველ ცნობილ ფალავანს, თემურ ყაზარაშვილს წილად ხვდა ბედნიერება, მოხვედრილიყო მსოფლიოს იმ რჩეულ არბიტრთა შორის, რომლებსაც რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებში ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ტურნირის მსაჯობა ანდეს.

თემურმა არაერთი შეხვედრა იმსაჯა მაღალ დონეზე მისთვის დამახასიათებელი ობიექტურობით. ტურნირის დამთავრების შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცა, მასთან ინტერვიუ ჩაგვეწერა.

- სიმართლე გითხრათ, ამ ოლიმპიადაზე,  მსაჯობის გარდა, მთელი სულით და გულით ჩვენს ბიჭებთან ვიყავი და ვარ. ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებდი ოლიმპიურ სარბიელზე ასპარეზობის დღეებში მათ გასამხნევებლად და მხარდასაჭერად. სპორტსმენი მეც ვიყავი და კარგად ვიცი ყურადღების ფასი,
- გვითხრა რესპონდენტმა.

- საინტერესოა ქართველი მოჭიდავეების გამოსვლის თქვენეული შეფასება...
- კმაყოფილი ვარო, ვერ ვიტყვი. არც არავინ ამბობს. უკეთ გამოსვლა შეიძლებოდა. მე სულ ვამბობდი, რომ ორი მედალი გვექნებოდა, მაგრამ ერთს დავჯერდით.

- ყველაზე მეტად ვისი ხილვა გეიმედებოდათ ოლიმპიურ კვარცხლბეკზე?..
- ახლა შემიძლია თამამად გითხრათ, ზურაბ დათუნაშვილისა და შმაგი ბოლქვაძის ძალიან დიდი იმედი მქონდა. უკვე თავისთავად მრავლის მთქმელია, რომ ბოლქვაძემ ოლიმპიურ ჩემპიონს დააყრევინა ფარ-ხმალი საჭიდაო ხალიჩაზე. სავარაუდო მედალოსანთა შორის მე ამ ბიჭს ყოველთვის პირველ რიგში ვასახელებდი, მჯეროდა მისი შესაძლებლობების.

- და გაამართლა კიდეც. რა გაძლევდათ რწმენის საფუძველს?
- დიდი ხანია ვაკვირდები და დავრწმუნდი, რომ შმაგი ძალიან მშრომელი ბიჭია, მიზანსწრაფული. გააჩნია დიდი სპორტსმენისთვის აუცილებელი თვისებები და უნარ-ჩვევები, რაც მისი პირადი მწვრთნელის, ვაჟა კრავეიშვილის დამსახურებაა. ამ ბიჭმა, დებიუტანტი ოლიმპიელის კვალობაზე, მართლაც ჩინებულად იასპარეზა, ყველაფერი გააკეთა და დაიმსახურა ის, რაზეც ბევრი, ძალიან ბევრი ოცნებობს.

დათუნაშვილის წარმატების მეც და ბევრ სხვასაც სჯეროდა. ამ იმედით მეგონა, მინიმუმ ორ მედალს დავიმსახურებდით. ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან იაკობ ქაჯაიამ.

- ოლიმპიადაზე მსაჯობდით და უკეთ ხედავდით ყველაფერს. ხომ არ გვჩაგრავდნენ? საერთოდ, მსაჯობაზე რას იტყვით?..
- სასაყვედურო მსაჯობაში არც ჩვენების და არც სხვების მიმართ ნამდვილად არაფერია. შერჩეული იყო მხოლოდ და მხოლოდ მაღალკვალიფიციური არბიტრები. მათი მუშაობის ყველაზე კარგი შემფასებელი ის არის, რომ მინიმუმამდე იყო დაყვანილი მსაჯობით უკმაყოფილება.

- უკრაინელებმა ერთი ამბავი ატეხეს რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა ფინალურ შეხვედრაში მსაჯად თქვენი დანიშვნის გამო. მიზეზი კი მოსკოველი ჩაკვეტაძის ქართველობა გახდა...
- დანიშვნაზე არა, უკრაინელმა რომ წააგო, მერე ახმაურდნენ. მანამდე ხმა არავის გაუღია. ძალიან კარგადაც იცოდნენ, ვინც ვიყავი. ან რა უნდა ეთქვათ, დამნიშნეს მსაჯად და მორჩა. არანაირ საყვედურს, მით უმეტეს, ბრალდებას არ მივიღებ, რადგან ცამდე მართალი ვარ ყველაფერში.

- უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ქონდა ჩაკვეტაძეს მისახმარებელი დაახია ტრუსიკი თავზე ამ ნიგერს! და თუ მიეხმარა ღმერტმა გაუმარჯოს აბა ვის უნდა მიხმარებოდა აფროუკრაინელს?ცოტა აზრზე მოდიტ!სერბს თუ მიეხმარენ მე ეს შეხვედრა არ მინახია რა გიკვირთ ლალოვიჩი იციტ ვინ არის?
kaxa
14:26 20-08-2016
0
თემურ ყაზარაშვილი მართლა მაგარი მოჭიდავე იყო,მაგრამ თუ შმაგის ნახევარფინალის მსაჯობასთან პრეტენზია არ აქვს ,,ზნაჩიტ"ერთი ბანდაა დასაერ თოდაც კლასიკური ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია ძირფესვიანად დასაფერთხია.
სოსო
13:49 20-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული