სხვადასხვა

ოლიმპიზმი

საქართველო რიოს ოლიმპიადის მედლების ალტერნატიული ცხრილის ტოპ-10-შია!

AutoSharing Option
ბრიტანული "ტელეგრაფი" რიოს ოლიმპიური თამაშების მედლების ალტერნატიულ ცხრილს გვთავაზობს. გამოცემა ითვალისწინებს არა მხოლოდ მედლების რაოდენობას, არამედ იმ ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობასაც, რომლებმაც მედლები მოიპოვეს.

ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ ოქროს მედლების რაოდენობით მოწინავე ქვეყანა ბაჰამის კუნძულებია. მართალია, ამ კუნძულის წარმომადგენლებს მხოლოდ ერთი ოქროს მედალი აქვთ, მაგრამ კუნძულოვანი სახელმწიფოს მოსახლეობა 388 ათასია. ყოველ მილიონ მოსახლეზე კი 2,6 ოქროს მედალი გამოდის.

კიდევ ერთი კუნძულოვანი სახელმწიფო - გრენადა პირველია იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის რაოდენობას მედლების რიცხვს შევუთანხმებთ - გრენადამ მხოლოდ ერთი ვერცხლი მოიგო, მაგრამ მილიონ
მოსახლეზე 9,4 მედალი გამოდის.

ჩვეულებრივ ცხრილში პირველ სამეულში გასული ქვეყნები: აშშ, ბრიტანეთი და ჩინეთი სიის ბოლოსკენ არიან ალტერნატიულ ცხრილში. ჩინეთში ყოველ მილიონ მოსახლეზე მხოლოდ 0,05 მედალი მოდის.

ალტერნატიულ ცხრილში საქართველო მოწინავე ათეულშია. ჩვენს ქვეყანაზე, "ტელეგრაფის" გამოთვლით, მილიონ მოსახლეზე 1,9 მედალი გამოდის. საქართველო მერვე ადგილზეა, რითაც კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ნამდვილად სპორტული ქვეყანა ვართ. ევროპაში მხოლოდ სამი ქვეყანა გვისწრებს: დანია, ხორვატია და სლოვენია.

ტეგები: